x
image
_თაკო_
როგორ გამოვიცნოთ გვატყუებენ თუ არა

imageხანდახან ტყუილით ადამიანს შეიძლება ზიანი მიაყენო, ხანდახან კი პირიქით მას გაუფრთხილდე და მისთვის სასარგებლოდ მოიტყუოთ. სიმართლე უმეტეს შემთხვევაში მწარეა და ამიტომ ადამიანები ერიდებიან მის თქმას და დასახმარებლად ტყუილს მიმართავენ, მაგრამ სიმართლის თქმა ხშირ შემთხვევაში უფრო მომგებიანია, ვიდრე ტყუილი, თუნდაც გამოუვალ სიტუაციაში. ამ სტატიაში შემიძლიათ გაგაცნოთ რამდენიმე ხერხი, რომლის საშუალებითაც ადვილად შეგვიძლია გამოვიცნოთ გვატყუებენ თუ არა. ამ დროს პირველ რიგში ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ თანამოსაუბრეს. ტყუილი მაშინ არის შესამჩნევი, როდესაც ის იწვევს გარკვეულ ემოციას ( ნერვიულობა, სირცხვილი, შიში). სწორედ ეს ემოციები გადმოსცემენ იმ ენას, რომელსაც მიმიკის და ჟესტების ენა ჰქვია და სიცრუის დადასტურებაც უნდა მოხდეს მათი ერთობლიობით. მაგალითად, თუ ადამიანი არის ცაცია და საუბრის დროს მარჯვენა ხელით გამოხატავს სხვადასხვა სახის ჟესტებს ეს ნიშნავს, რომ პიროვნება იტყუება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მარცხენა ხელს საერთოდ არ იყენებს საუბრისას. სხეულის ნებისმიერი ნაწილის არაბუნებრივი მოქმედება ნიშნავს, რომ ჩვენი თანამოსაუბრე ნაკლებად სანდოა და რაღაცას გვიმალავს. თუ ადამიანი იღიმის და მისი პირის მარჯვენა კუთხე უფრო ნაკლებად არის ზემოთ აწეული, ვიდრე მარცხენა, ეს მიგვანიშნებს, რომ მოსმენილი ინფორმაცია სულაც არ ახარებს, ანუ მისი ღიმილი არის ყალბი და მხოლოდ სიმულაციას წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია თუ რამდენად კომფორტულად ან პირიქით, არაკომფორტულად გრძნობს თავს ჩვენი მოსაუბრე, რაც იმაზე მეტყველებს თუ რამდენად უნდა დავეყრდნოთ მის ნათქვამს. ამის გაგებაში გეხმარებათ თვალის გუგები. შევიწროვებული თვალის გუგები მიგანიშნებს, რომ მოსაუბრე უკმაყოფილოა, ხოლო გაფართოებული თვალის გუგები კი პირიქით, პირის კმაყოფილებას გამცნობს. თუ ადამიანი საუბრის დროს თვალს გარიდებს, ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ის ცრუობს. ხშირად ბოლომდე მართლები არ არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ თვალებში გიყურებენ და ამით ილუზიას გიქმნიან მათ მიმართ სანდოობაში. საკვირველია, მაგრამ ადამიანი შეიძლება საკუთარმა ცხვირმა გამოააშკარაოს. როდესაც ადამიანი ცრუობს, უნებურად იწყებს ცხვირის წვერის მოძრაობას. ცხვირი ძალიან მგრძნობიარეა და ამიტომ სიცრუის დროს გვეფხანება, დიდდება და ნესტოები ფართოვდება, რაც მეცნიერულადაც არის დადასტურებული. ტყულის თქმის დროს, როდესაც პირი ნერვიულობს ხდება სისხლის წნევის მომატება, რაც ცხვირის ნერვულ დაბოლოებებზე ახდენს გავლენას და იწყება ქავილის შეგრძნება. საინტერესოა ისიც, რომ როდესაც მოსაუბრე ხელებს იწყობს ჯიბეებში და მალავს ხელისგულებს ეს ჯესტიც მის არაგულახდილობაზე მიგვითითებს, მსგავსად ბავშვებისა, რომლებიც თუ რამეს აშავებენ ასევე იქცევიან და ხელებს ან ჯიბეებში ან ზურგს უკან მალავენ. ადამიანზე მისი ჯდომის მანერაც კი საუბრობს. მოსაუბრე, როდესაც ვერ ირჩევს მისთვის მოსახერხებელ პოზას, ხშირად მოძრაობს, აჯვარედინებს ხელებს, ფეხებს და ვერ ჯდება კომფორტულად, ხშირად უშეშდებათ თვალები ეს იმაზე მიანიშნებს, რომ იმ ადამიანს იქ არსებული სიტუაცია ან სასაუბრო თემა არ მოსწონს. ადამიანები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ, იშვიათად იცვლიან პოზას, ყოველთვის დგანან ან ზიან გამართულად ერთ ადგილზე და ისე პასუხობენ დასმულ კითხვებს. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მოსაუბრე რაც უფრო ხშირად იმეორებს ერთი და იგივეს და ცდილობს დაგარწმუნოს მის სანდოობაში და თუ ამ დროს ის იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: "უბრალოდ უნდა დამიჯერო..." "დამიჯერეთ სიმართლეს გეუბნებით..." "ხომ მიცნობ, მე ტყული არ მიყვარს..." "მე ბოლომდე გულახდილი ვარ შენთან..." ამ დროს გამართლებული იქნება, რომ ეჭქვეშ დააყენოთ მისი გულახდილობა. სიცრუის გამოაშკარავება შესაძლებელია მაშინაც, როდესამ მოსაუბრე ლაპარაკის დროს ცვლის ხმის ტემბრს, ან საუბრის რიტმს.

ყოველივე ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, იმედი მაქვს არ გაგიჭირდებათ მოსაუბრის ტყუილში გამოჭერა, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება ამას მოითხოვს;)


0
388
5-ს მოსწონს
ავტორი:_თაკო_
_თაკო_
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0