პარამეცნიერებები ანომალიური ზონა - სად უჩინარდებიან ადამიანები 2013, 4 თებერვალი, 18:39 ![]() ამ პატარა ტბაში მძლავრი ქვედა დინებებია. მოხუცები ამბობდნენ, ტბა განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მის წყალს შეუძლია საწყის ეტაპზე სისმსივნის განკურნება, ციროზის შეჩერება. თუმცა იქამდე გზა გრძელი და უცნაურია. კომპასზე ისრის მიმართულება ირევა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გარკვევაც კი შეუძლებელია. როგორც ყველა ანომალიურ ზონაში, აქაც თითქოს დრო იყინება. ხშირად საათი ირევა ან ციფერბლატი არასწორ დროს უცვენებს. ყოფილა შემთხვევები, როცა უცხო მგზავრს ოთხი საათი მუნდომებია ტბამდე მისვლისათვის, იმავე გზით კი უკან ოც წუთში დაბრუნებულა. ყველა, ვინც სასიკვდილო ზონიდან გამოაღწია, ამბობს, რომ ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ტბა უკან იხმობდა. ქართველი გეოგრაფი გიზო მალაზონია, რომელიც საღამოს ტბას ოცი წლის წინ ესტუმა, დღემდე იხსენებს იმ უცნაურობებს, რომელიც ჯავახეთის მთიან ზოლში საკუთარი თვალით ნახა: “პირველი, რამაც ჩემზე ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა, იყო ორი ცეცხლოვანი ბურთი, რომლებიც მოულოდნელად გამოჩნდნენ და თითქოს ცაზე ჩამოეკიდნენ. მხლებელმა რომელიც იქაური იყო, როცა ცაზე უცნაურ ნათებას მივაჩერდი, მითხრა - ასეთი რამ აქ ყოველთვე ხდებაო. ანიმალიურ ზონასთან ახლოს გაშენებული სოფლების მცხოვრებლებმა იციან, რომ თუ ცაზე მუქი იისფერი ღრუბელი გამოჩნდა, იმ დღეს პირუტყვი საძოვარზე არ უნა გაუშვან, არ უნდა წავიდნენ სანადიროდ, რადგან შესაძლოა, სამუდამოდ გაუჩინარდნენ". ბატონმა გიზომ ტბასთან იპოვა უცნაური ნაკვალევი, რომელიც არც ერთი ჩვენთვის ცნობილი ცხოველისას არ ჰგავდა. ნაკვალევი დაახლოებით 90 სმ სიგრძისა იყო და საკმაოდ განიერი. ტბიდან იწყებოდა და ისე მოულოდნელად წყდებოდა, თითქოს მისი პატრონი ჰაერში აიჭრაო. იქაურები ამბობენ, რომ მსგავს ნაკვალევს სოფლის განაპირას ხსირად ხვდებიან, თუმცა თავად უცნაური ცხოველი არასოდეს დაუნახავთ. ერთხელ ორი ახალგაზრდა კაცი ტბაზე წავიდა. ორი დღე უშედეგოდ ცდილობდნენ ტყის მიგნებას. ყოველთვის გზა ებნეოდათ და უკან ბრუნდებოდნენ. თუმცა ამ ხეტიალში ერთ უცნაურ მოვლენას გადაეყარნენ. შუაგულ ტყეში, მირაჟივით, დასახლებული ადგილი გამოჩნდა. მოგზაურებმა ადგოლობრივი კლიმატისთვის უჩვეულო სიცხე იგრძნეს.გარშემო ფერადსახურავიანი სახლები იდგა, მაგრამ კაციშვილის ჭაჭანება არ ჩანდა. ყმაწვილები დაზაფრულები იდგნენ, გრზნობდნენ, რომ მათ გარშემო რაღაც უჩვეულო ხდებოდა. მოულოდნელად განაპირა სახლის კარი ჭრიალიტ გაიღო და მოგზაურებიც ინსტიქტურად იქით გაემართნენ. სახლს მიუახლოვცნენ. კარი მათ ცხვირწინ მიიხურა. შეშინებულებმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრეს, რომ იქაურობა ისევ დაუსახლებელ, უსიერ ტყედ გადაიქცა. როგორც ცნობილია, ასეთი ხილვითი ჰალუცინაციები პათოლოგიური ზონებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ რაღაც უფრო სინტერესო მოვლენასთან ჰქონდათ საქმე, ისეთთან, რასაც ჰქვია ფანჯარა პარალელურ სამყაროში და თავგადასავლების საძიებლად კიდევ ერთხელ გაუყვნენ საღამოს ტბის გზას... რა ბედი ეწიათ ახალგაზრდებს, არავინ იცის. მათ კვალს ვერავინ მიაგნო. 386 5-ს მოსწონს |