x
პროფესიის არჩევის მოტივები და პროფესიის არჩევისას დაშვებული დამახასიათებელი შეცდომები.
1. სოციალური მოტივი: ესაა საზოგადოებისათვის სარგებლობის მტანის სურვილი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად იზრდება.

2.ესთეტიკური მოტივი. იგი გამოიხატება მოსწავლეთა სწრაფვაში შრომის ესთეტიკური მხრისადმი. მათ ამა თუ იმ სპეციალობის არჩევა იმისთვის უნდათ, რომ იგი ხელს უწყობს მშვენიერების აღთქმას.

3.შემეცნებითი მოტივი. ამ მოტივისთვის დამახასიეთებელია მოსწავლეთა სწრაფვა სპეციალური ცოდნის მოპოვებისაკენ, არჩეული უფრო ღრმად შესწავლისაკენ.

4. შემოქმედითი მოტივი. ეს მოტივი მეცნიერული აღმოჩენის საშუალებას იძლევა და გასაქანს აძლევს შემოქმედებით მოღვაწეობას. გარდამავალ ასაკში ეს მოტივი შედარებით სუსტადაა გამოხატული.


5.მატერიალური მოტივი. ეს მოტივი უმეტესად უფროს სასკოლო ასაკშია ძლიერი, ხოლო გარდამავალ ასაკში შედარებით სუსტია.

6.პრესთიჟულობის მოტივი. ესაა მცდელობა ისეთი პროფესიის არჩევისა, რომელიც ნაცნობმეგობრებში ძალიან ფასობს. იგი საზოგადოებაში თვალსაჩინო ადგილს დაკავების საშუალებას იძლევა.

პროფესიის არჩევისას დაშვებული დამახასიეთებელი შეცდომები.

1. ადამიანებისადმი დამოკიდებულების პროფესიაზე გადატანა. ხშირად ხდება, რომ ნაცნობები ან ნათესავები იწვევენ მოზარდებში დადებით ემოციას, რაიმე მორალური თვისებების გამო. ასეთ დამოკიდებულებას მოზარდები გადაიტანენ იმ პროფესიებზე რომელთა წარმომადგენლებიც ისინი არიან. ამგვარი გზით არჩეულმა პროფესიამ შეიძლება იმედის გაცრუება გამოიწვიოს.

2.საკუთარი ნიჭისა და მიდრეკილებების ობიექტურად შეფასების უუნარობა. მოსწავლეები ვერ აკავშირებენ ერთმანეთთან საკუთარ ფსიქო-ფიზიოლოგიურ შესაძლებლობებსა და პროფესიის მოთხოვნებს. ასეთი მოზარდები პროფესიის არჩევისას ხელმძღვანელობენ მხოლოდ ამა თუ იმ პროფესიის მოწონებით. ისინი თვლიან, რომ ოღონდ პროფესია მოეწონოთ და ამისთვის მათ ნიჭი და მიდრეკილება ეყოფად.

3. პროფესიის შემთხვევით არჩევა მეგობრების და ნათესავების გავლენით. ასეთი არჩევა იმითაა გამოწვეული, რომ მოზარდებს არ აქვთ ჩამოყალიბებული პროფესიული ინტერესი და მათთვის სულ ერთია რა პროფესიას აირჩევენ. ესაა პროფესიის შემთხვევითი არჩევანი, რომელსაც შემდგომში ხშირად იმედის გაცრუება მოსდევს.

4. საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების არ ცოდნა და მათი გაუთვალისწინებლობა კონკრეტული პროფესიის არჩევის დროს. ასეთ შემთხვევაში მოზარდები ირჩევენ მისი ფიზიკური მონაცემებისათვის სრულიად შეუფერებელ პროფესიას.

0
174
შეფასება არ არის
ავტორი:ზერო
ზერო
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0