x
ქართველები უცხოეთში.
1. სიმამაცე

ეგვიპტელები მათ ქვეყანაში ჩასულ ტურისტებს დიდი სიამაყით უჩვენებენ გრანდიოზულ ფერმწერულ ტილოს, სადაც ასახულია თუ როგორ ხტება მხედარი ციხის გალავნიდან, რათა ღალაეით სიკვდილს. ამ ნახატს - ”იბრაგიმ-ბეგის ნახტომი” ჰქვია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ იბრაგიმ-ბეგი, ვისი მამაცობითაც ასე ამაყობენ ეგვიპტელები იყო ქართველი, სოფელ მარტყოფიდან გატაცებული და შემდეგ ტყვეთა ბაზარზე გაყიდული აბრამ შინჯიკაშვილი, რომელმაც საკუთარი ნიჭისა და სიმამაცის წყალობით დიდ წარმატებას მიაღწია უცხო ქვეყანაში, მაგრამ სამშობლო არასდროს დავიწყებია.

დღესაც ამაყად დგას მარტყოფის ცენტრში აბრამ შინჯიკაშვილის შემოწირულობით აშენებული ღვთიშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, როგორც სიმბოლო ქართული სულის უკვდავებისა.

2. გმირობა.


მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიაში, ადგილობრივი პატიზანების გვერდით მამაცურად იბრძოდა ქართველი პატიზანი ფორე მოსულიშვილი .ერთ-ერთი ბრძოლის დროს მან საკუთარი სიცოცხლის ფასად აშკარასიკვდილს გადაარჩინა პატიზანთა მთელი რაზმი. მადლიერმა იტალიერმა ხალხმა ფორე მოსულიშვილი იტალიის სახალხო გმირის საპატიო წოდება მიანიჭა.

3. დიდსულოვნება.

1962 წელს რიო-დე-ჟანეიროს მახლობრად ატლანტიკის ოკეანის თავზე, თვითფრინავმა კატასტროფა განიცადა. სხვა მგზავრებთან ერთად ბორტზე იმყოფებოდა ქართველი მეცნიერი პროფესორი იოსებ ჟორდანია, რომელიც სამეცნიერო სიმპოზიუმიდან სამშობლოში ბრუნდებოდა. სამაშველო რგოლების დარიგებისას აღმოჩნდა, რომ ერთ უბილეთო გოგონას სამაშველო რგოლი არ შეხვდა. ქართველმა მეცნიერმა საკუთარი სამაშველირგოლი უყოყმანოდ გადასცა უცხოელ გოგონას, რითაც ის სიკვდილს გადაარჩინა, თვითონ კი სამწუხაროდ დაიღუპა.

დღეს თბილისის ცენტრში არსებული, ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გამოჩენილი მეცნიერის იოსებ ჟორდანიას სახელს ატარებს.

4.ნოსტალგია.

2006 წლის შემოდგომაზე კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი კონცერტი მიმდინარეობდა. სხვა მონაწილეებთან ერთად კონცერტზე გამოვიდა ქართულ ჩოხაში გამოწყობილი, უკრაინაში მცხოვრები 10 წლის ქართველი ბიჭი. მან შესანიშნავად შეასრულა ქართული ცეკვები და სიმღერები. ოვაციებს ბოლო არ უჩანდა. უკრაინელი მაყურებელი სცენიდან არ უშვებდა ქართველ მოცეკვავეს. როგორც გაირკვა მას უკრაინაში ყველა კარგად იცნობდა და დიდი სიყვარულითაც სარგებლობდა უკრაინელ ხალხში. მიღებული ჰქონდა საჩუქრები პირადად უკრაინის პრეზიდენტისგან.

კონცერტის დასრულების შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი სატელევიზიო არხის ჟურნალისტი გაესაუბრა მას და სხვა კით- ხვებთან ერთად, ასეთი კითხვითაც მიმართა:

- რა გაკლია აქ უკრაინაში?

წამიერი დუმილის შემდეგ, ბავშვმა სევდიანად უპასუხა:

- სითბო მაკლია!

მიუხედავად უკრაინელი ხალხის მიერ ქართველი ბავშვის მიმართ გამოხატული უდიდესი სიყვარულისა, ბავშვს აკლდა სითბო. ეს არის სამშობლოს სითბო, რომელიც ასე უხილავია, როდესაც საკუთარ ქვეყანაში ცხოვრობ და ასეთი ხილული და სანატრელი, როდესაც უცხო, თუნდაც მეგობრულ ქვეყანაში ხარ.

0
74
შეფასება არ არის
ავტორი:ზერო
ზერო
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0