ვუნდერკინდები.
1.

ჟანა 13 წლის გოგონაა გლეხის ოჯახიდან რომელსაც ჩაესახა რწმენა, რომ ღმერთმა მას მიანდო მისია, დაემარცხებინა თავისი ქვეყნის მტერი - ინგლისელი დამპყრობლები.
2.

დიდი ფრანი მათემათიკოსი, ფიზიკოსი, ფილოსოფოსი და მწერალი ბლეზ პასკალი 17 წლის იყო, როდესაც მსოფლიოში პირველი საანგარიშო მანქანა შექმნა.
3.

გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი 4 წლის იყო, როდესაც მუსიკის წერა დაიწყო, 6წლისა კი უკვე კონცერტებს მართავდა.
4.

ნიკოლო პაგანინი ყველა დროის და ხალხთა გენიალური მუსიკოსი-მევიოლინეა. 11 წლისამ დაიწყო კონცერტების გამართვა.
5.

შირლი ტემპლი იყო ჰოლივუდის საოცარი ბავშვი: 3 წლის ასაკიდან დაიწყო კინოფილმებში გადაღება და 7 წლის ასაკში კარიერის პიკს მიაღწია. საქვეყნოდ სახელგანთქმულმა ბეიბი- ვასკვლავმა ამ პერიოდში 12 მილიონი (ომამდელი) დოლარი დააგროვა.
6.რობერტ ბენცი. პატარა იტალიერს ერთი წელიც არ შესრულებოდა, როცა თავისუფლად და გამართულად დაიწყო ლაპარაკი. 5 წლის რობერტო უკვე სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობდა.