კალათბურთი ცნობილი სპორტსმენების სვირინგები. 2013, 3 თებერვალი, 20:46 კრივის მეფის, მაიკ ტაისონის ცნობილი ტატუ, რომელიც მან 2003 წელს გაიკეთა. მაიამის ცნობილი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი ერთ-ერთი ყველაზე ტატუირებული სპორტსმენია, რომელსაც ორივე ხელი მოხატული აქვს. მას მარჯვენა მხარზე გვირგვინის ნაწილები და ლომი აქვს მოხატული. ბექჰემს, რომელიც ძალზედ პოპულარულია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, რამდენიმე რელიგიური დატვირთვის მქონე ტატუ აქვს. მათ შორის ერთ-ერთია ანგელოზი ფრთებით, რომელიც მას ზურგზე აქვს ამოსვირინგებული. კალათბურთელ კენიონ მარტინს ზურგზე დიდი ჯვარი აქვს ამსვირინგებული, სიტყვებით „მე არ მეშინია ადამიანის, მაგრამ მეშინია ღმერთის“. კისერზე მას წითელი და შავი გვირგვინი აქვს გამოსახული, რომელიც მისი ყოფილი გერლფრენდის ტუჩების გამოსახულებას ჰფარავს. მან მისი დაფარვა მასთან დაშორების შემდეგ გადაწყვიტა. ლოს-ანჟელეს ლეიკერსის ცნობილ კალათბურთელ კობი ბრაიანტს მარჯვენა მხარზე გვირგვინი აქვს ამოსვირინგებული, რომლის ქვემოთაც თავისი ცოლის სახელი, ვანესა წერია.მის ქვემოთ კი, ბიბლიის ერთ-ერთი თავი აქვს სიმბოლურად გამოსახული. მარცხენა ხელზე კი თავისი ქალიშვილის სახელი აწერია. ალან აივერსონს მარცხენა ხელზე ამოსვირინგებული აქვს შემდეგი სიტყვები : "მხოლოდ ძლიერი გადარჩება". სწორედ ამ დევიზით მოქმედებს იგი. კრის ანდერსონს, რომელიც დენვერ ნაგეთსის ერთ-ერთი მიმზიდველი კალათბურთელია, ყელზე აწერია "თავისუფალი ჩიტი". დანარჩენი კი ღმერთმა იცის რა ახატია და აწერია... დენის როდმანი... 148 7-ს მოსწონს
|