x
image
პერსეპოლისი
ვინ არის "ბარამბოს" ნამდვილი მფლობელი?!

image




როგორც იქნა საბოლოოდ გაირკვა „ბარამბოს“ რეალური მფლობელი და დასრულდა სხვადასხვა ვერსიების გავრცელება საზოგადოებაში.
როგორც აღმოჩნდა, ის არც ბოკერიას და არც ბარამიძეს ეკუთვნოდა. არც მეტი, არც ნაკლები,
კომპანიის მთავარი დამფუძნებელია მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ბრალდებულ ცეზარ
ჩოჩელის ძმა იაგო ჩოჩელი.
„ბარამბოს“ სახელი „ბერტასა“ და „ზედაზენთან“ ერთად,
მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელის სახელს უკავშირდება. გავრცელებული
ინფორმაციით, კომპანია „ბარამბოში“ ცეზარ ჩოჩელის ძმა იაგო ჩოჩელი 66%-იან წილს ფლობს.

შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტმა სასამართლოს
სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, „ბარამბოს“ ქონების დაყადაღების მოთხოვნით მიმართა.
სასამართლომაც არ დააყოვნა და ნოდარ ხადურის
უწყების მოთხვონა დააკმაყოფილა.
დაყადაღების გამო კომპანია შსს-ს მიერ გამოცხადებულ
ტენდერში მონაწილეობას ვერ იღებს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი
ყოველწლიურად აცხადებს ტენდერს სხვადასხვა დასახელების კვების პროდუქტების შესყიდვაზე,
მათ შორის შოკოლადზეც. 2010-11 წლებში ტენდერი „ბარამბომ“ მოიგო.

საინტერესოა რა ბედი ეწევა „ბარამბოს“, რომელსაც დიდი
ადგილი ეკავა საქრთველოს ბაზარზე და გარკვეულ ქალაქებში, მის გარდა სხვა დასახელების
ნაყინიც კი არ იყიდებოდა.


0
1342
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
1342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0