შოუბიზნესი საინტერესო ფაქტები ანჯელინა ჯოლის ცხოვრებაზე 2013, 2 თებერვალი, 22:17 ანჯელინა ჯოლი დაიბადა 1975 წლის 4 ივნისს. მშობლები-მამა ცნობილი მსახიობი და დედა, ყოფილი მოდელი, ფრანგი მარსელინა ბერტრანია, რომლებიც ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც გოგნა 2 წლისაც არ იყო. ანჯელინა დედასთან და მის უმცროს ძმასთან - ჯეიმსთან ერთად საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა. ანჯელინას სკოლაში პედაგოგებთან ურთიერთობაც რატომღაც არ გამოსდიოდა. იგი იმ ბავშვების სიაში იყო ჩაწერილი, რომელთაც ფსიქოტერაპერტის დახმარება სჭირდებოდათ. მათ მიერ ანჯელინას დახასიათებაში ჩაწერილი იყო: "თავშეუკავებელი, მიდრეკილია სოციოპათიისკენ". და ამის გამო მას ბავშვობიდან სოციოპათს ეძახდნენ. 13 წლის ასაკიდან ანჯელინამ თავისი ცნობილი ცივი იარაღების კოლექციის შეგროვება დაიწყო. 14 წლისამ სახლში მეგობარი ბიჭი მიიყვანა, რომელთანაც 2 წელი იცხოვრა, მაგრამ ანჯელინას გამუდმებული მცდელობა, ეთამაშა სიკვდილთან, დანებთან ათასგვარი ექსპერიმენტი, მისმა მეგობარმა ბოლოს ვეღარ აიტანა და წორედ მაშინ მიატოვა, როდესაც 16 წლის ჯოლი მისი ერთ-ერთი შემდგომი თამაშისას ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს სახიფათო ჭრილობის გამო. დამოუკიდებელი ცხოვრება ანჯელინამ ძალიან ადრე დაიწყო. დარბოდა მოსმენებზე, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა რეკლამებში და ცნობილ მუსიკალურ ჯგუფებთან სემღერებს წერდა. მისი ერთ-ერთი პირველი დიდი როლი იყო "კიბორგი-2 შუშის აჩრდილი". ანჯელინამ მის შემდგომ ფილმზე გადაღების დროს გაიცნო ახალგაზრდა ინგლისელი მსახიობი ჯონი ლი მილერი, რომელთაც ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ. ამის შემდეგ, ანჯელინამ თითქოს ცხოვრებას და კინოს გემო გაუგოო უამრავ ფილმში ითამაშა სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებში. მოგზაურობები ცოლ-ქმარს ძალიან უშლიდა ხელს ურთიერთობაში. ანჯელინას ძალიან აღიზიანებდა ჯონის გატაცება - კომპიუტერული თამაშების საოცარი სიყვარული და საბოლოოდ წელიწად-ნახევარში წყვილი გაიყარა. წლების შემდეგ ანჯელინა ბლოკბასტერში მონაწილეობაზე დათანხმდა, რომელმაც სუპერვარსკვლავად აქცია. შემდგომი ურთიერთობა ანჯელინას 45 წლის ბილი ბობი ტორნტოსთან ჰქონდა. საზოგადოებაში პირველად 2000 წლის მარტში გამოჩნდნენ ერთად. ანჯელინა მაშინ მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში "შეწყვეტილი სიცოცხლე" ოსკარით დააჯილდოვეს. ქორწილი ლას-ვეგასში გადაიხადეს, რომელიც 189 დოლარი დაუჯდათ. მათი იდილია კვლავაც კინომ დაარღვია. ანჯელინა საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიის თანამშრომელს თამაშობდა ფილმში "საზღვრის იქით". ჯოლი ისე შეიჭრა როლში, რომ გადაღებების დამთავრებისთანავე აფრიკაში ლტოლვილთა საქმეებში გაეროს მშვიდობის ელჩად კამბოჯაში გაემგზავრა. იგი იმდენად ძლიერ შეძრა იქ ნანახმა რეალობამ, რომ მილიონი დოლარი ბავშვთა ერთ თავშესაფარს შესწირა. სწორედ რომ ამ თავშესაფარში ნახა ერთი პატარა ბიჭი, რომელზეც დაიფიცა, რომ თავშესაფრიდან წაიყვანდა. ჯოლის მეუღლე ბილი ყველაფერს მოთმინებით იტანდა და არც ამჯერად უთქვამს საწინააღმდეგო არაფერი. მიუხედავად ამისა ბილისა და ჯოლის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ანჯელინა მთელ დროსა და ენერგიას მხოლოდ პატარა ბიჭუნაზე ხარჯავდა და საერთოდ გადაავიწყდა ქმარი, რომლისთვისაც მოსიყვარულე მეუღლე უნდა ყოფილიყო. ამიტომაც ბილი ახალ-ახალ საყვარლებს იჩენდა, რის შესახებაც არაერთი გაზეთი წერდა და ამჯერადაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 23 თებერვალს სანტა-მონიკაში, კალიფორნიის შტატში დაჯილდოვების ცერემონიაზე ანჯელინა ჯოლიმ დაადასტურა, რომ იგი ფეხმძიმედ იმყოფებოდა. სწორედ იმ პერიოდისთვის გავრცელებული იყო ჭორები ჯოლისა და ბრედ პიტის ურთიერთობის შესახებ. მას შემდეგ ანჯელინამ კიდევ აიყვანა ბავშვები. ამჯერად წყვილი ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 3 აყვანილ შვილს ზრდის: 6 წლის მედოქს ჩივანი კამბოჯადან, 4 წლის ვიეტნამელი პაკს ტიენი და ზახარა მარლი. სამი შვილიდან ერთი გოგონაა-შაილო ნუველი, ტყუპებს კი ნოქს ლეონი და ვივიენ მარშელინი ჰქვიათ. ანჯელინა ღარიბების დასახმარებლად რეგულარულ ღონისძიებებს აწყობს. ანჯელინა ჯოლი დღემდე ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი უსაზღვრო სილამაზის გამო. 306 7-ს მოსწონს
|