წუხელ, ღამე სახლის წინ მოკლული იქნა 18 წლის ახალგაზრდა გოგონა, მარიამ არუთინოვი. იგი იყო სამოდელო სააგენტო "ვიბსთარის" მოდელი და ანსამბლ "მეტეხის" მოცეკვავე. ამ დროისათვის მკვლელობის ზუსტი მოტივი უცნობია, თუმცა ოჯახის წევრები პირად საუბრებში არ გამორიცხავენ, რომ მიზეზი შეასაძლოა ეჭვიანობა გახდა. ამ საქმეში არის ეჭვმიტანილი სერგო მელქოიანი, რომელსაც უყვარდა მარიამი, მაგრამ მას გარდაცვლილი არუთინოვა სიყვარულით არ პასუხობდა და შესაძლოა ეს გახდა მკვლელობის მოტივი. ახლობლების და მეზობლების თქმით მარიამი გუშინ დაახლოებით 21:00 საათზე იქნა მოკლული საკუთარი სახლის წინ. გოგონა მკვლელმა თავიდან გაგუდა, ხოლო შემდეგ ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. სავარაუდოდ სერგო მელქოიანმა მარიამის მკვლელობის შემდეგ ღამით თვითმკვლელობა სცადა და იგი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში ღამის 12 საათზე. მას ჭრილობები მიყენებული აქვს გულმკერდისა და მუცლის არეში. მისი მდგომარეობა მძიმეა.
საქმეზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია და მიმდინარეობს მოკვლევა.