x
image
mishoo122
ეს მოხდა მაშინ, როცა მზე ჩაქრა!
image

ეს მოხდა მაშინ, როცა მზე ჩაქრა!



ეს მოხდა მაშინ, როცა მზე ჩაქრა,
არც დღე იყო და ღამეც არ ჩანდა,
მე დავიკავე კალამი ლაღად
და შევუდექი წერას თამამად...


-მინდა გიამბოთ ერთ მდინარეზე,
სიგრძით უგრძესზე, სიღრმით უღრმესზე,
იმ მდინარეზე, რომელზეც მუდამ
დადის ყოველი სულდგმული უტყვად...



მოგზაურობა ამ მდინარეზე
წუთიერია, წამიერია...
ისიც ისევე როგორც ყოველი
არ მისანდობი, წარმავალია...


თვალს წარგიტაცებთ მისი მშვენება,
თუ კი მიეცით თავს ამის ნება,
მაგრამ ვაი მას ვისაც გაუწყრა,
ვინც ვერ გაუგო, ვერ გადაურჩა...


ცუდი მოელის ვინც მის დინებას
მხარს აუბამს და თან გაჰყვება,
ვინც აღმის ნაცვლად დაღმა დაჰყვება,
ვინც ბოლოსაკენ ნებით გაჰყვება...


მე დავინახე ბოლო მდინარის
შეუბრალისა, არ მომცინარის
არ მოგიყვებით ამ სურათს განგებ,
რადგან არ მინდა თქვენ უმალ წახდეთ


მაგრამ ვეცდები ნათლად აღვწერო,
რაც რამ გონებით კიდევ ვიხილო...
დღეს ეს ვიკმაროთ... თუმცა დავწერ რომ
წინ კიდევ ბევრი უნდა ისმინოთ...

01.02.13
უცნობი ავტორი (მ.ი)

image


0
62
5-ს მოსწონს
ავტორი:mishoo122
mishoo122
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0