სისხლის სამართალი მარიამ კოჩალიძის მკვლელობის საქმე გახსნილია 2013, 24 ივლისი, 22:12 შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიამ კოჩალიძის მკვლელობის საქმე გახსნა.
გთავაზობთ შსს-ს განცხადებას: "22 ივლისს ბათუმში მომხდარი, 16 წლის მარიამ კოჩილაძის მკვლელობის გამოძიების მსვლელობისას დადგენილია სავარაუდო მკვლელის ვინაობა. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული პირი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ რუინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისი 19.22 საათზე საქართველოს ტერიოტირა ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა. აღნიშნული პირის დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს თურქ კოლეგებთან უკვე აწარმოებს." შეგახსენებთ, 16 წლის მარიამ კოჩალიძე 22 ივლისს ბათუმის ახალ ბულვარში, სანაპიროზე მოკლეს. მკვლელმა მოზარდის ველოსიპედი და მობილური ტელეფონი Iphone 5 გაიტაცა, ჩანთა, ბლოკნოტი და წიგნი კი დატოვა. მოზარდის მკვლელობაზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ მკვლელის სავარაუდო აღწერილობა გამოაქვეყნა:"სავარაუდო მკვლელის აღწერილობა: მამაკაცი არის 40-45 წლის, სიმაღლე 180- 185 სმ, საშუალოზე ოდნავ სუსტი, საშუალო სიგრძის შავი სწორი თმები, შავი წარბები, შავი წვრილი თვალები, თავისა და სახის წაგრძელებული ფორმა, სწორი და მოგრძო ცხვირი, თხელი ტუჩები, მომრგვალებული ოდნავ წინ წამოწეული ნიკაპი, მუქი ხორბლისფერი კანი, საუბრობს დამტვრეული ქართულით, ხშირად მუნჯის იმიტაციას აკეთებს. ტანთ ეცვა შავი ფერის მოკლე სახელოებიანი მაისური, ზევიდან სტაფილოსფერი უმკვლავო საწვიმარი, ლურჯი ან შავი ვიწრო ჯინსის შარვალი, ატარებს შავი ფერის სათვალეს, თან დააქვს შავი ფერის ზურგჩანთა და ყავისფერი ხელჩანთა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული ტაქსის მძღოლს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაუწიოს დახმარება გამოძიებას და გამოცხადდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში" 132 9-ს მოსწონს
|