ასტროლოგია ღალატის ასტროლოგია 2013, 1 თებერვალი, 19:47 ნერვიულობთ, გიღალატებთ თუ არა თქვენი პარტიორი? ყველას, ვისაც მსგავსი შემთხვევა ჰქონია, იცის, თუ რა მტკივნეულია ღალატი. ამისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ალბათ, საინტერესო იქნებოდა იმის ცოდნა, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშანია მეტად მოღალატე და რომელი - ნაკლებად. მაშ ასე: ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი) თუ ენერგიულ ვერძს ღალატის სურვილი გაუჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას უფრო მეტი მღელვარება, აღტკინება ესაჭიროება ურთიერთობაში. ვერძს ასევე აქვს ეგო, რომელიც გამუდმებულ ყურადღებას საჭიროებს. ამიტომ გაანებივრეთ უამრავი სურპრიზით. ეცადეთ თქვენს მაქსიმუმს და ის ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება. კურო (20 აპრილი - 20 მაისი) კურო ძალიან ერთგული ნიშანია, ამიტომ მისი ღალატი მხოლოდ პარტიორისგან არასაკმარისი ერთგულების მიღების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. ასევე, ვნებიანი კუროების ღალატი შეიძლება გამოიწვიოს ძალიან დიდი სიამოვნების მიღების ცდუნებამ. დაანახეთ კუროებს, რამდენად ზრუნავთ მასზე ფიზიკურადაც და სულიერადაც - ბევრი სექსი, სახლში მომზადებული საჭმელი და სიყვარული. მარჩვიბი (21 მაისი - 20 ივნისი) დაუღალავ ტყუპებს ერთგულებისთვის პარტნიორისგან გონებრივი სტიმულაცია სჭირდებათ. ასე რომ, ხშირად ესაუბრეთ თქვენს ურთიერთობაზე. მარჩვიბი უფრო მეტად გონებრივ-ემოციურად გიღალატებთ, ვიდრე ფიზიკურად. მათ შეუძლიათ ურთიერთობა მეილებით, ჩატ-ოთახებითა და სექს-საიტების მეშვეობით და ეს საქმე ისე ჩაითრევს, სულ დაგივიწყებთ. ესაუბრეთ სექსუალურად, მაქსიმალურად იმოქმედეთ მის გონებაზე. გახსოვდეთ, მარჩვიბის შენარჩუნება მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. კიბო (21 ივნისი - 22 ივლისი) საყვარელი, მგრძნობიარე კიბოები დიდ სიყვარულსა და მოფერებას საჭიროებენ. თუ ამას პარტიონირსგან ვერ იგრნობენ, წავლენ და გაფრინდებიან. ამიტომ ეცადეთ, მაქსიმალურად აგრძნობინოთ, რომ გიყვართ, პატივს სცემთ, გჭირდებათ. თუ ამას იზამთ, ის არასდროს გიღალატებთ. ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო) ვერძის მსგავსად, ლომიც ცეცხლის ნიშანია, ამიტომ მასაც სურს მღელვარება და დრამა. პლუს ამას, ლომებს უყვართ მოვლენების ცენტრში ყოფნა, ამისთვის ისინი სკაუთარ მაქსიმუმს აკეთებენ. დააკმაყოფილეთ ლომი საწოლში სხვადასხვა კრეატიული "ცელქობით" და აგრძნობინეთ, როგორ გასაოცარ გრძნობებს განიჭებს. მაგრამ თუ გიღალატებთ, არ გაგიკვირდეთ, რომ ობიექტი თქვენი ახალგაზრდული ვერსია იყოს. ლომებს უყვართ ახალგარდების ენერგია და აშინებთ ასაკის მატება. ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი) ქალწული ძალიან ერთგული, სერიოზული და გაწონასწორებული მიწის ნიშანია, მაგრამ თუ იგრძნობს თქვენგან არასაკმარის ყურადღებას ან კრიტიკას, აუცილებლად დაიწყებს ღალატსა და ახალი პარტნიორის ძიებას. აგრძნობინეთ მას, რომ ისეთი გიყვართ, როგორიც არის და შედეგად მიიღებთ უერთგულეს პარტნიორს. სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი) ეს რომანტიული ნიშანი ძალიან გაწონასწორებული და სამართლიანი, ვალდებულებებს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან, ამიტომ მათ ხასიათში ღალატი არ ჯდება. მაგრამ ძალიან უყვართ ფლირტი და თუ შორს წავიდნენ, შეიძლება თავი დაკარგონ. თუ თქვენი სასწორი პარტნიორის კარგი მეგობარი იქნებით, მაშინ არასდროს გიღალატებთ. ერთად იმხიარულეთ და ყველაფერი გამოვა. მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი) მორიელი იმდენად ბნელი, იდუმალი და ვნებიანი, რომ მათი სახელი მუდამ ღალატთან ასოცირდება, მაგრამ ეს ტყუილია. მათი სიძლიერე და იდუმალება ის ნიშნებია, რომელიც მათ ღალატს გაფიქრებინებთ, მაგრამ აღმოაჩენთ, რომ ცდებით. მორიელს შეუძლია უდიდესი ერთგულება, ამისთვის კი დიდი ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და მუდმივი აღტკინება სჭირდება პარტნიორისგან. საუკეთესო რჩევა მის შესანარჩუნებლად: არ შეგეშინდეთ სხვადასხვა სექსუალურ ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება. მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი) მშვილდოსანს სჭირდება თავგადასავლები საძინებელში, მუდმივი მოძრაობა და ახალი გამოცდილების მიღება, ამიტომ მის შესანარჩუნებლად საჭიროა მრავალფეროვნება და არასდროს გიღალატებთ. თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი) დამშვიდდით, დაწყნარდით და აირჩიეთ თხის რქა თქვენს პარტნიორად. მათ აქვთ განსაკუთრებული უნარი ღალატისგან თავის შეკავების. ღირსეულ თხის რქას ურჩევნია შეწყვიტოს ურთიერთობა, ვიდრე უღალატოს პარტნიორს. მაინც ეცადეთ, არ გააწბილოთ. მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი) განათლებული მერწყული მაინცდამაინც რომანტიული ადამიანი არაა, მაგრამ მაინც სჭირდება სიყვარული პარტნიორისგან, თუმცა ხანდახან მერწულს შეიძლება ისე წამოუაროს ახალმა იდეამ, რომ სულ მარტო დატოვოს მეწყვილე. ის ყველაზე არაპროგნოზირებადია. ეცადეთ გაუგოთ. თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი) მეოცნებე, ფანტაზიორი თევზები მუდმივად შეყვარებულები არიან. ამიტომ ხშირად შეუქმენით მას საოცარი მომენტები და არც არასდროს გიღალატებთ. 634 2-ს მოსწონს 1-ს არა
|