ბიანკას ნამდვილი სახელი და გვარია იანა ლიპნიცკაია. იგი რუსული შოუბიზნესის ერთერთი ყველაზე სექსუალური მომღერალია. დაბადებულია ბელორუსიის დედაქალაქში მინსკში, 1985 წლის 17 სექტემბერს. მუსიკასა და ვოკალში მომზადება გოგონამ ბავშვობის ასაკშივე დაიწყო. სცენის კარიერა ბიანკამ გუნდში სიმღერით დაიწყო, სადაც 4 წლის განმავლობაში ნაციონალურ სიმღერებს მღეროდა, მაგრამ იგი გუნდიდან არატრდიციული სიმღერის გამო გარიცხეს. ამის გამო იგი საესტრადო სტუდიაში მივიდა. საიდანაც დაიწყო მისი პოპულარობის ზრდაც და თანდათან ვარსკვლავად იქცა. ბიანკა იმით არის განსხვავებული, რომ მის სიმღერებში იგრძნობა ლირიზმი. მომღერალი თავის სილამაზეს დემონსტრირებას უკეთებს არა მარტო სცენაზე და ვიდეო კლიპებში, არამედ პოპულარული ჟურნალის გვერდებზეც. იგი არ ერიდება თამამ ფოტოსესიებს, სცენაზეც ყოველთვის ძალიან თავისუფალ სტილში გამოდის და ზედმეტად თამამდ აცვია. ახლახანს კი მან მონაწილეობა მიიღო ძალიან თამამ ფოტოსესიაში ჟურნალისათვის MAXIM. "მე ვშიშვლდები მხოლოდ იმ გამომცემლობებისთვის, სადაც სექსუალურობა ნატურალურია. სადაც ქალი გამოიყურება, როგორც ბუნების მშვენიერი ქმნილება და არა როგორც საშუალება მარტოსული ჯენტლმენების მოკლე რელაქსაციისათვის"-განაცხადა ბიანკამ.