საქართველოს ლეიბორისტული პარტიის სამდივნოს ექვსი წევრიდან ხუთმა პარტია დატოვა. ამ დროისთვის თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია პარტიის პოლიტიკურ მდივანს გიორგი გუგავას, რომელიც დიდი ალბათობით წასულთა მხარეს დაიჭერს. პარტია დატოვეს პოლიტიკური კომიტეტის წევრმა, გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა, პოლიტიკური კომიტეტის წევრმა, იდეოლოგიურმა მდივანმა კახაბერ ძაგანიამ,
პოლიტიკური კომიტეტის წევრმა, აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ და სხვებმა.
შალიკო მარტო დარჩა!