საქართველო არცერთი ქობულეთელის გამოსახლება აღარ მოხდება! 2012, 24 დეკემბერი, 14:44 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე საბანკო დავალიანებების გამო ქობულეთელთა გამოსახლების შესახებ, პრემიერმა უპასუხა: "მე და აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, ამ 50 ოჯახთან დაკავშირებით გადავადება მოხდება, კომისია შექმნილია და მუშაობს ამ საკითხზე, არცერთი ქობულეთელის გამოსახლება აღარ მოხდება. კომისიაც შეიქმნა, შედეგებიც გვაქვს. გადავადება ერთი წლით მაინც მოხდება. ამ დროის განმავლობაში შეგვეძლება გავარკვიოთ, რა დონით შეგვეძლება დავეხმაროთ. სახელმწიფო ყველა კრედიტს ვერ გაისტუმრებს, მაგრამ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ზოგადად ძალიან რთული საკითხია, ვაპირებთ, რომ გამოსახლებები აღარ მოხდეს. ეს ბანკებსაც არ აინტერესებთ. ეს თანხებში დიდი ციფრია. ბიუჯეტი ამას ვერ შეძლებს, თუმცა დარეგულირებაში ორივე მხარეს ვეხმარებით. ეს საინტერესოა ბანკებისა და მოსახლეობისთვისაც". 22 4-ს მოსწონს
|