პარამეცნიერებები ვამპირები - ,,დაავადებული" ადამიანები 2013, 1 თებერვალი, 16:38 დაახლოებით თვრამეტი წლის წინ, თერჯოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა მამაკაცი ჩავიდა და სოფლის განაპირას, მიტოვებულ სახლში დაიდო ბინა. დღისით იშვიათად ჩნდებოდა ქუჩაში მაშინაც შავი სათვალე ეკეთა. სოფლელები მისით პირველსავე დღეს დაინტერესდნენ და ვგაარკვიეს, რომ უცნიბი პროფესიით ექიმი იყო, თუმცა მასთან მისული არც პაციენტი უნახავთ და არც სტუმარი. ექიმი შინიდან გვიან გადიოდა და განთიადისას ბრუნდებოდა. სად დადიოდა, არავინ იცოდა. ერთ დილით კი მისი ეზოს ჭიშკართან ძაღლებმა ყეფა და ყმუილი ატეხეს. ერთ ადგილს ურბენდნენ გარშემო და პატრონებისთვის რაღაცის მინიშნებას ცდილობდნენ. იმ დღეს მეზობლები შემზარავი სურათის მომსწრენი გახდნენ - ეზოში ყელგამოღადრული ადამიანის ცხედარი ეგდო, რომელიც, სავარაუდოდ, ძაღლებმა სამალავიდან გამოათრიეს. მასპინძელი არსად ჩანდა. პოლიცია შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა. სახლი გაჩხრიკეს და სარდაფში ჩამარხული კიდევ ორი გვამი აღმოაჩინეს. თითოეულ მსხვერპლს კისერთან მთავარი არტერია კბილებით ჰქონდა გადაღრღნილი. ეს ამ რაიონში ვამპირის გამოჩენის პირველი შემთხვევა იყო. მთავარი დამნაშავე კი უკვალოდ გაუჩინარებულიყო. ასეთი რამ რამდენიმე თვით ადრე თბილისში, ისნის რაიონში დაფიქსირდა. სისხლისმწოველი არსება ვერ დაიჭირეს. მის სამალავში ოთხი ქალის გვამი იყო ჩაცემენტებული, ერთი სამარხიც მომდევნო მსხვერპლისთვის გაემზადებინა...
რას წარმოადგნენ ვამპირები და არიან თუ არა ისინი ჩვენ გვერდით?
ვამპირიზმის ფენომენის შესწავლით მეცნიერები მრავალი წლის წინ დაინტერესდნენ და ხანგრძლივი კვლევების შედეგად ამ ამოუცნობი არსებების გარკვეული ფსიქოტიპიც ჩამოყალიბდა: ვამპირები სახეცვლილი ადამიანები არიან. მათი “დაავადება" გენეტიკური დარღვევების, რადიაციული ზემოქმედებისა და ორგანიზმში მიმდინარე მუტაციური პროცესებით არის განპირობებული.
ვამპირი დღისით ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად ცხოვრობს, თუმცა ღამით მისი ენერგეტიკული რესურსები პიკს აღწევს. არსებობს კიდევ რამდენიმე მიზეზი, რის გამოც სისხლისმწოველი არსებები მზეს ემალებიან. პრველყოვლისა, მათი კანი უჩვეულოდ ღია ფერის სტრუქტურის გამო მკვეთრ შუქსა და მზის სხივებზე დამწვრობას იღებს. ჩვეულებრივ ადამიანზე ორ-სამჯერ მახვილი სმენა აქვტ, მკრთალ სინათლეზეც კი ყველაფერს მკაფიოდ ხედავენ, ამასთანავე, გრძნობენ ადამიანების განწყობასა და ემოციურ მდგომარეობას. გამახვილებული მგძნობელობითი ორგანოების წყალობით მიღებული უამრავი ინფორმაცია ვამპირის ნერვულსისტენაზე მოქმედებს და სისხლისმწოველი ღიზიანდება. ღამის წყვდიადი მსხვერპლის მოსაძებნად საუკეთესო დროა.
ვამპირებს მერყევი ხასიათი აქვთ, ამას, ერთიმხრივ, გარეგანი ფაქტორები განაპირობებს, რასაც თან ერთვის სისხლის დაუოკებელი წყურვილი, ამიტომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანი თვალის დხმხამებაში შეიძლება საშინელ ურჩხულად გადაიქცეს. არიან თუ არა ვამპირები ბოროტები? შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ადამიანის სიცოცხლეს იწირავენ, თუმცა მკვლევართა აზრი, ეს გაუცნობიერებლად ხდება, რადგან ვამპირებს უფრომეტად ცხოველური ხასიათი აქვთ და ინტიქტებით მოქმედებენ. მათ არ იციან, რა არის თანაგრძნობა. კიდევ ერთი ფაქტი, რაც მეცნიერების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია: ვამპირის ფიზიკური სხეული სისხლის მოთხოვნილებას ვერ დრძნობს, ეს სურვილი გონებაში იბადება და მრავალი წელი გაივლის, სანამ პირველ მსხვერპლზე თავდასხმის სურვილი მომწიფდება. როგორც მკვლევარები ამბობენ, ადამიანმა შეიძლება 30-40 წლის შემდეგ აღმოაჩინოს საკუთარ სხეულში ჩამოყალიბებული ვამპირი. ძველ საბერძნეთში “ვამპირების გასანეიტრალებლად" გარდაცვლილ ვამპირს პირქვე მარხავდნენ და საფლავის ზემოდან ყვავილების უზარმაზარ თაიგულებს აყრიდნენ - მათი რწმენით ვამპირს ყვავილების საფარიდან ამოსვლა არ შეეძლო. საამისოდ ძირითადად ველური ვარდი გამოიყენებოდა. გარდა ამისა, საფლავს მძიმე ქვას ან ობელისკს ადგამდნენ. ეს ტრადიცია გარკვეული ფორმით დღამდეა შემორჩენილი. 427 3-ს მოსწონს
|