სხვა ჰიპოდინამია (სიზარმაცის 10 მცნება) 2013, 1 თებერვალი, 14:44 ტერმინი "ჰიპოდინამია" გულისხმობს კუნთების სისუსტეს, რომელიც ცხოვრების მჯდომარე წესითა და მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვით არის განპირობებული. ჰიპოდინამიის სინდრომი ტექნიკური პროგრესის თანხმლებ უარყოფით მოვლენად განიხილება. ტექნოლოგიების სრულყოფამ ხომ მაქსიმალ;ურად შეუმცირა ფიზიკური დატვირთვა, შეუზღუდა მოძრაობითი აქტივობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი კუნთები სულ უფრო ნაკლებად იტვირთება, სუსტდება და თანდათან ატროფირდება კიდეც. კუნთების დასუსტებისა და განლევის კვალდაკვალ იცვლება ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურა. დღეს ადამიანთა უმრავლესობისთვის ფიზიკური დატვირთვა მხოლოდ სადარბაზოდან მანქანამდე მისვლით განისაზღვრება. ცხოვრების ნაკლებად მოძრავ წესთან შეჩვევა ადვილია. მით უფრო, რომ ამაში პროფესიული საქმიანობაც გვიწყობს ხელს.რაც უფრო ნაკლებს მოძრაობს ადამიანი, მით უფრო ეჩვევა ზედმეტი ძალისხმევის დაზოგვას და ასე თანდათანობით ზარმაცდება კიდეც. ის ვერც კი ამჩნევს, როგორ ემსგავსება მისი ცხოვრების წესი ავადმყოფი ადამიანის ცხოვრების რეჟიმს. 214 12-ს მოსწონს
|