სხვა ფული გვკლავს და გვაძლიერებს 2013, 31 იანვარი, 22:45 ![]() გრიპის ვირუსი კუპიურებზე 120 საათის განმავლობაში ძლებს. ნაღდი ფულის თვლა განწყობას ამაღლებს. პიროვნებები, რომლებმაც კრედიტები მიიღეს, მაგრამ თავიანთ ფინანსურ მდგომარეობას არ აკონტროლებენ, კუჭის აშლილობითა და გულის დაავადებებით გაცილებით ხშირად იტანჯებიან, ვიდრე ვალებით დაუმძიმებელი ადამიანები. ღარიბი ადამიანისთვის შემოსავლის გაზრდა თითქმის ყოველთვის ასევე სულიერი კეთილდღეობის ზრდას ნიშნავს, მაგრამ ვისი შემოსავალიც საშუალოზე მაღალია, მათთვის ზედმეტ ფულს ბედნიერება არ მოაქვს. მდიდრები ღარიბებთან შედარებით საშუალოდ 10 წლით მეტხანს ცოცხლობენ. თითოეულ კუპიურაზე დაახლოებით 500 სახის ბაქტერია ბინადრობს. განსაკუთრებით დაბინძურებულია წვრილი კუპიურები. 29 1-ს მოსწონს
|