ალბათ, ყველა ბიბლიოფილი ისურვებდა ასეთი წიგნების თაროს ქონას. დიზაინი ეკუთვნის ვილიამ ვორნერს. მან ეს დიზაინი შექმნა 2005 წელს და უწოდა ''Shelves for life.'' ან ''Cradle to grave.'' ამ წიგნების კარადის გამომგონებელი და ასევე მისი მომავალი მფლობელი შეიძლება ბევრმა ჩათვალოს არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანად. თუმცა, ეს ხის კომბინაცია, რომელიც ითავსებს ერთდროულად წიგნების კარადასა და განსასვენებელ სასახლეს, უფრო კრეატიულობისა და თანამედროვეობის ნაზავია და იგი შეიძლება მივაკუთნოთ შავ ლიტერატურულ იუმორს.