პარამეცნიერებები (წისქვილმა კი ფქვასო) - ადამიანმა 200 წელი უნდა იცოცხლოს 2013, 31 იანვარი, 18:47 ![]() თითქმის დაუჯერებელ ამბავს გვამცნობს კაიროს გაზეთი: “ან-აჰბარი". მას აღმოუჩენია 195 წლის ადამიანი, რომელსაც მშვენივრად ახსოვდა სუეცის არხის მშენებლობა და გახსნა. ფრანგი ჟან ტერელი 1699 წელს 15 წლისა წავიდა ჯარში, მონაწილეობდა 120-მდე ბრძოლაში, 1777 წელს 93 წლის შესრულებასთან დაკავშირებით მეფე ლუდოვიკო XVI-მ მოხუც ჯარისკაცს კაპიტნობა უბოძა, ხოლო 1802 წელს ნაპოლეონმა დამსახურებისთვის პენსია დაუნიშნა-1500 ფრანკი. ჟან ტერელი 1807 წელს 123 წლისა გარდაიცვალა. პუშკინმა აღწერა შეხვედრა 160 წლის კაზაკთან, რომელსაც ბრწყინვალედ ახსოვდა სტეფანე რაზინის 1670-1671 წლების აჯანყება. ამ ჯანყსი თურმე თვითონაც მანაწილეობდა. დღესდღეობით დღეგრძელობით ლიდერობს იაპონია, სადაც ადამიანები საშუალოდ 83 წლამდე ცოცხლობენ. აშშ-ში 75 წლამდე, რუსეთი ამ მხრივ ევროპაში ბოლო ადგილზეა - აქ 73 წელზე ნაკლებს ცოცხლობენ. ბიოლოგები ამ საკითხს რამდენადმე სხვა მხრიდან მიუდგნენ. როგორც ცნობილია, ცხოველთა ბიოლოგიური სიცოცხლე 7-14 ჯერ მეტია, ვიდრე მათი ზრდის პერიოდი. მაგალითად: ცხენის ზრდას 3-4 წელი სჭირდება და 20-30 წელი ცოცხლობს; ძაღლი იზრდება 1.5-2 წელი და ცოცხლობს 15-20 წელიწადს. თუ ამ კანონზომიერებით მივუდგებით ადამიანთა სიცოცხლეს, მივიღებთ ასეთ სურათს: ადმიანი ზრდას ასრულებს 20 წლის ასაკში, გამოდის, რომ მან 200 წელი უნდა იცოცხლოს. ასეთია მისი სიცოცხლის ბიოლოგური ზღვარი. 238 6-ს მოსწონს
|