ფეხბურთი ვიქტორ ვანიამა: "ვრჩები სელტიკში" 2013, 31 იანვარი, 17:20 გლაზგოს სელტიკის კენიელი ნახევარმცველი ვიქტორ ვანიამა აცხადება, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს არ შეიცვლის. "შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სელტიკში ვრჩები. ჩვენ ვთამაშობთ კარგად, ჩვენი ჩემპიონთა ლიგური ოცნება ჯერჯერობით ცოცხალია და მოუთმენლად ველოდებით იუვენტუსთან მატჩს. სეზონის ბოლოს კი შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს", - ციტირებს 21 წლის კენიელის სიტყვებს ბრიტანული Sky Sports, Daily Record-ზე დაყრდნობით. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კენიელი კლუბს იანვრის ბოლომდე დატოვებდა და 8 მილიონ ფუნტად მანჩესტერ იუნაიტედში გადაბარგდებოდა. 18 4-ს მოსწონს
|