x
წითელი საღებავის სამი წვეთი

imageაბაზანაში სიჩუმეს, ონკანის ხმა არღვევს, ნათურის პატრონა აქეთ-იქით ქანაობს, თითქოს იძახის "არ ქნაო" .... სანახევროდაა განათებული აბაზანა ... ონკანიც თითქოს ოხრავსო, ისე რითმულად უშვებს წყლის წვეთებს მილიდან... ის წევს " ნიჟარაში", წყალი ნახევარ სხეულს უფარავს, თითქოს მშვიდადააა, მაგრამ მისი ხშირი სუნთქვიდან მივხვდებით, რომ რაღაცაზე ფიქრობ... ჩავიხედოთ მის ფიქრებში ! ....
იქაურობა "ვაგზლის" ბაზრობასავით არეულია ... ზუზუნებს ყველაფერი ... ღიმილი არსად ჩანს . სასმლის, შურის, სიძულვილის, მკვლელობისა და არაადამიანობის სურნელი სუფევს ყველგან... უცბად ყველას ყრუადღება კამათის ხმამ მიიქცია... იქვე ბოძთან, თეთრი ფიქრი შავს ეკამათებოდა... ბრბომ წრე დაარტყა მათ და ყველა ელოდა როდის გამძაფრდებოდა სიტუაცია... ქაოსი, შეძახილი, გამხნევება, ჩხუბი, ყვირილი, სასიკვდილო ნომერი... სიჩუმეა... თეთრი ძირს წევს... ხოლო შავი "პაკლონზე" გამოდის ტაშის თანხლებით....
უცბად აბაზანაში ყველაფერმა მოქმედება შეწყვიტა...მხოლოდ რაღაც მოძრაობს "ნიჟარაში" ... არა არა !! ეს მისი სხეული არააა... მისი სხეული უძრავად წევს, ოღონდ სხვა ფორმით... მის გარშემო მოძრაობს რაღაც წითელი ლაქა, რომელიც ნელ ნელა შთანთქავს წყალს და აი კიდეც შთანთქა ბოლომდე... აბაზანაში სიცოცხლე ბრუნდება ... ნათურა ისევ აგრძელებს ქანაობას, ონკანიდან წყლის წვეთებმა ისევ დაიწყეს რითმულად წვეთა... იატაკი მშრალია, მხოლოდ ნიჟარასთან ახლოს წითლად შეღებილი სამართებელი გდია და იქვე "წითელი საღებავის" სამიოდე წვეთია ...

0
86
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Tock
Tock
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0