სხვა პირამიდების კავშირი "არამიწიერ ცივილიზაციასთან" 2013, 30 იანვარი, 20:34
ისეთი დიდებული და უცნაური ნაგებობები, რომლებსაც არაბები "ფარაონების მთებსაც" უწოდებენ, ქრ. შობამდე XXVIII საუკუნეშია აშენებული. იგი უძველესი დროიდან მოყოლებული იზიდავდა მოგზაურთა მრავალ თაობას თავისი საოცარი და უზარმაზარი არქიტექტურით. ეგვიპტის პირამიდები მსოფლიოს პირველი საოცრებაა. დღემდე არქეოლოგები 80 პირამიდას იცნობენ.
უკანასკნელი წლების განმავლობაში ტურისტების ინტერესი ეგვიპტის პირამიდებისადმი უფრო და უფრო იზრდება. აქამდე უცნობია მათი ზუსტი დანიშნულება. სინამდვილეში აზრს, რომ პირამიდებს საფლავების დანიშნულება ჰქონდათ მრავალი მეცნიერი კატეგორიულად არ ეთანხმება. მათ გააჩნიათ სხვა ისეთი ვერსიები, რომლებსაც შეუძლიათ მთლიანად შეცვალონ ჩვენი წარმოდგენა ადამიანთა ცივილიზაციის შესახებ.
პირამიდები იმდენად რთულ და საოცარ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენენ, რომ ბევრი მეცნიერი კამათობს იმის შესახებ თუ ვინ აშენებდა მათ, რა წარმომვლობისა და სტატუსის ხალხი. მეცნიერთა და ისტორიკოსთა ნაწილი ამტკიცებს, რომ პირამიდები არ აუშენებიათ მონებს ან უცხოელებს, რომელიც ყველაზე გავრცელებულ მოსაზრებას წარმოადგენს.
როგორ შენდებოდა პირამიდები და რა საიდუმლო ძალის დახმარებით ხდებოდა მათი ესოდენ საოცარი ნაგებობის აშენება? ეს კითხვა მეცნიერებისათვის დღემდე დიდი თავსატეხია. ჯერ კიდევ არ არსებობს ზუსტი დოკუმენტური წყაროები, რომლებიც ეგვიპტოლოგებს მისცემდა ზუსტ პასუხს მათი მშენებლობის შესახებ. ყველა ზემოაღნიშნულმა და კიდევ სხვა მრავალმა ცნობამ პირამიდების შესახებ, საფუძველი მისცა მკვლევარებს წამოეყენებინათ შემდეგი დასკვნა, რადგან ცნობილია, რომ პირამიდები არ აუშენებიათ არც ძველ ეგვიპტელებს, არც ინდიელებს და არც ჩინელებს, აქედან გამომდინარე შესაძლებელია, რომ ისინი სხვა, მეტად მაღალგანვითარებული ცივილიზაციის შექმნილია, რომელიც ზოგიერთის აზრით არამიწიერია. ამ ყოველივედან გამომდინარე მეცნიერებს მიეცათ მიზეზი ეფიქრათ, რომ ეს პირამიდები სასაფლაოს ან სამარხების ფუნქციას კიარ ასრულებდნენ, არამედ მათ აშენებდა "არამიწიერი ცივილიზაცია" ანუ მარტივ ენაზე უცხოპლანეტელები, როგორც ენერგოსაინფორმაციო ნაგებობას, რომლებიც ერთგვარად წარმოადგენენ გიგანტურ ასტრონომიულ ობსერვატორიებს.. 673 10-ს მოსწონს
|