x
image
_თაკო_
პირამიდების კავშირი "არამიწიერ ცივილიზაციასთან"
image

ისეთი დიდებული და უცნაური ნაგებობები, რომლებსაც არაბები "ფარაონების მთებსაც" უწოდებენ, ქრ. შობამდე XXVIII საუკუნეშია აშენებული. იგი უძველესი დროიდან მოყოლებული იზიდავდა მოგზაურთა მრავალ თაობას თავისი საოცარი და უზარმაზარი არქიტექტურით. ეგვიპტის პირამიდები მსოფლიოს პირველი საოცრებაა. დღემდე არქეოლოგები 80 პირამიდას იცნობენ.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ტურისტების ინტერესი ეგვიპტის პირამიდებისადმი უფრო და უფრო იზრდება. აქამდე უცნობია მათი ზუსტი დანიშნულება. სინამდვილეში აზრს, რომ პირამიდებს საფლავების დანიშნულება ჰქონდათ მრავალი მეცნიერი კატეგორიულად არ ეთანხმება. მათ გააჩნიათ სხვა ისეთი ვერსიები, რომლებსაც შეუძლიათ მთლიანად შეცვალონ ჩვენი წარმოდგენა ადამიანთა ცივილიზაციის შესახებ.

პირამიდები იმდენად რთულ და საოცარ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენენ, რომ ბევრი მეცნიერი კამათობს იმის შესახებ თუ ვინ აშენებდა მათ, რა წარმომვლობისა და სტატუსის ხალხი. მეცნიერთა და ისტორიკოსთა ნაწილი ამტკიცებს, რომ პირამიდები არ აუშენებიათ მონებს ან უცხოელებს, რომელიც ყველაზე გავრცელებულ მოსაზრებას წარმოადგენს.


როგორ შენდებოდა პირამიდები და რა საიდუმლო ძალის დახმარებით ხდებოდა მათი ესოდენ საოცარი ნაგებობის აშენება? ეს კითხვა მეცნიერებისათვის დღემდე დიდი თავსატეხია. ჯერ კიდევ არ არსებობს ზუსტი დოკუმენტური წყაროები, რომლებიც ეგვიპტოლოგებს მისცემდა ზუსტ პასუხს მათი მშენებლობის შესახებ.

ყველა ზემოაღნიშნულმა და კიდევ სხვა მრავალმა ცნობამ პირამიდების შესახებ, საფუძველი მისცა მკვლევარებს წამოეყენებინათ შემდეგი დასკვნა, რადგან ცნობილია, რომ პირამიდები არ აუშენებიათ არც ძველ ეგვიპტელებს, არც ინდიელებს და არც ჩინელებს, აქედან გამომდინარე შესაძლებელია, რომ ისინი სხვა, მეტად მაღალგანვითარებული ცივილიზაციის შექმნილია, რომელიც ზოგიერთის აზრით არამიწიერია.

ამ ყოველივედან გამომდინარე მეცნიერებს მიეცათ მიზეზი ეფიქრათ, რომ ეს პირამიდები სასაფლაოს ან სამარხების ფუნქციას კიარ ასრულებდნენ, არამედ მათ აშენებდა "არამიწიერი ცივილიზაცია" ანუ მარტივ ენაზე უცხოპლანეტელები, როგორც ენერგოსაინფორმაციო ნაგებობას, რომლებიც ერთგვარად წარმოადგენენ გიგანტურ ასტრონომიულ ობსერვატორიებს..image

image

image






5
673
10-ს მოსწონს
ავტორი:_თაკო_
_თაკო_
673
  
2014, 24 ივნისი, 1:00
ვერსიები მართლაც რომ ბევრია, სინმადვილე კი გაურკვეველი, თუმცა იმედი მაქვს ადრე თუ გვიან ეს საიდუმლოც ამოიხსნება..
2014, 23 ივნისი, 3:37
მე კიდევ ერთი ვესია მაქვს უცხოპლანეტელებმა კიარ ააშენეს ჩემი აზრით ძველი ხალხი ფლობდა რაღაც სამშენებლო საიდუმლოს რომელიც დაიკარგა.
2014, 23 ივნისი, 3:33
დამტკიცდა რომ არ შეეძლო,მეცნიერებმა გამოთვალეს და იმ აზრამდე მივიდნენ რომ ეგვიპტელებს რომ აეშენებინათ 1 ქვა4 წამში უნდა დაედოთო.რაც აბსურდია.ისე ტიბეტელებზე იძახიან რომ ისინი ფლობდნენ ხმის ვიბრაციით უზარმაზარი მასების ჰაერში აწევის და გადატანის საიდუმლოს.ვითომ ჯერ წყალს ასხავდნენ სწორ ზედაპირზე და მერე დიდი საყვირებით უბერავდნენ. რაღაც სიხშირეზე თუ დეციბელებზე ეს წყალი უწვრილეს ნაწილაკებად იშლებოდა თითქოს და წარმოქმნიდა უხილავ ღრუბელს რაზეც ეს ქვა მისრიალებდა.მაგრამ ეს მხოლოდ მეცნიერული ჰიპოთეზაა
2013, 1 თებერვალი, 19:57
გმადლობ. მეც სწორედ მაგ აზრს ვიზიარებ...
2013, 1 თებერვალი, 19:52
ძალიან კარგი სტატიაა... ნაწილობრივ ვეთანხმები იმას, რომ მაშინდელ საზოგადოებას ნამდვილად არ შეეძლო აეშენებინა მსგავსი შენობები
0 1 5