x
მოდიფიცირებული მიკრობებით კიბოს დამარცხება შეიძლება.

გენეტიკურად მოდიფიცირებული ბაქტერიის Listeria monocytogenes

ინექციებით შესაძლოა, საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ახალი იარაღი გახდეს. მეთოდის ეფექტურობა დამტკიცდა მცირერიცხოვანი კლინიკური კვლევებით, რომლებიც ჩატარდა შორსწასული ონკოლოგიური დაავადების მქონე რამდენიმე პაციენტზე.

სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ბაქტერია Listeria monocygenes-ს შეიცავს, შეიმუშავა ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Advaxis-მა. მოდიფიცირების შემდეგ ბაქტერიები ჯამთელობისთვის უსაფთხო გახდა და დაიწყო HPV-E7-ის გამომუშავება. ეს ის მოლეკულებია, რომლებიც წარმოიქმნება ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული, საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე.

ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ლისტერიებს შთანთქავს ანტიგენპრეზენტიული უჯრედები, რაც მძლავ იმუნურ პასუხს იწვევს. HPV-E7-მოლეკულებს იმუნური სისტემა უცხო მოლეკულებად აღითქვამს და მათ შემცველ (მათ შორის, სიმსივნურ) უჯრედებთან იწყებს ბრძოლას. შედეგად ძლიერდება სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტი.

0
24
2-ს მოსწონს
ავტორი:ზერო
ზერო
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0