სიახლეები დიდი მუცელი მადას ზრდის. 2013, 12 იანვარი, 21:53 მუცლის ცხიმოვანი ქსოვილი მონაწილეობს მადის მასტიმურილებელი ჰორმონის გამომუშავებაში. ამ ლოკალიზაციის ჭარბი ცხიმი ადამიანს აიძულებს, მეტი ჭამოს, რაც თავის მხრივ, წელის გარშემოწერილობის მომატებას იწვევს, - ფიქრობენ კანადელი მეცნიერები.
ადრე ითვლებოდა რომ მსუქან ადამიანებში მომატებული მადა დაკავშირებულია თავის ტვინში ნეიროპეპტიდ Y-ს ჭარბ გამომუშავებასთან. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მუცლის კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილსაც აქვს ამ ჰორმონის გამომუშავების უნარი.
მკვლევართა აზრით, იკვრება მანკიერი წრე, რომელშიც თავის ტვინში გამომუშავებული ნეიროპეპდიდი Y გვაიძულებს, მივირთვათ მეტი, რაც იწვევს მუცლის ცხიმოვანი ფენის ზრდას, შემდგომში ეს ცხიმოვანი ფენა უფრო მეტ ნეიროპეპტიდ Y-ს გამოიმუშავებს, რაც თავის მხრივ, ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობის ზრდას იწვევს.
სპეციალისტები მუცლის არეში ცხიმის დაგროვებას სიმსუქნის ყველაზე საშიშ ფორმად მიიჩნევენ. მათი აზრით, ამ დროს იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა, არტერიული ჰიპერტონიის, შაქრიანი დიაბეტის, ასევე, ზოგიერთი სახის სიმსივნის განვითარების რისკი.
ამჟამად, მეცნიერები იკვლევენ, ხვდება თუ არა ცხიმოვან ქსოვილში გამომუშავებული ნეიროპეპტიდი Y სისხლის საერთო მიმოქცევაში. თუ ეს ასეა, მაშინ ჰორმონს შეუძლია, იმოქმედოს თავის ტვინზე და ასტიმულიროს შიმშილის გრძნობა. გამორიცხული არაა, რომ მომავალში შეიქმნება სადიაგნოსტიკო ტესტი სისხლში ნეიროპეპტიდ Y-ი განსაზღვრისათვის, ასევე, შემუშავდება პრეპარატები, რომლებიც ამ ჰორმონის მოქმედებას დაბლოკავს. 131 3-ს მოსწონს
|