ქალი და მამაკაცი მეძავი - მამაკაცის საუკეთესო მეგობარი 2013, 30 იანვარი, 18:01 ბრიტანელმა მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს, რათა ზუსტად დაედგინათ მიზეზი, რომელიც უბიძგებს მამაკაცს, ისარგებლოს სექსუალური მომსახურებით.გამოკითხვაში 35-დან 50 წლამდე მამაკაცები მონაწილეობდნენ, რომლებსაც საკმაოდ სოლიდური შემოსავალი და კარგი სოციალური მდგომარეობა აქვთ. ლოგიკურად ალბათ ყველას ერთი და იგივე პასუხი მოუვა აზრად, თუმცა ჟურნალ "Sidney Morning Herald"-ში გამოქვეყნებული შედეგები სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.მამაკაცების თქმით, ისინი მეძავთან, უპირველეს ყოვლისა, თანადგომისა და მხარდაჭერის მიღების მიზნით მიდიან.ისინი უბრალოდ თანაგრძნობას პოულობენ ამ ქალებში, რომლებსაც სულაც არ თვლიან "სხეულით მოვაჭრეებად", პირიქით, მუდმივ კლიენტებს მათთან ახლო მეგობრული ურთიერთობაც კი აქვთ და ხშირად უბრალოდ გულის გადაშლა უნდათ, რაშიც უკანასკნელი ფულიც კი არ ენანებათ.80-მა პროცენტმა ამ ყველაფერს "დამოკიდებულებაც" კი უწოდა, რადგან მეძავები გულწრფელად ინტერესდებიან მათი პრობლემებით და უკეთ უგებენ. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგებს მაინც საპირისპირო აზრი აქვთ და ამბობენ, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები მეძავებთან თავიანთ ურთიერთობას უბრალოდ "მეგობრობით" ნიღბავენ, ხოლო რამდენად დამაჯერებელია ეს ყოველივე, თავად მკითხველებმა გადაწყვიტონ... 247 10-ს მოსწონს 1-ს არა
|