x
image
L.C.
რა დაემართათ თანამედროვე მამაკაცებს?

image შესაძლოა ცოტათი ვაწყენინო ახლანდელ ბიჭებს, ან ზოგიერთი მათგანის გაბრაზებაც კი გამოვიწვიო, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო და, ვფიქრობ, გოგოებიც დამეთანხმებიან, რომ ნამდვილი ჯენტლმენების რიცხვი დღითიდღე უფრო იკლებს.სულაც არ ვგულისხმობ ზღაპრულ რაინდებს და ასე შემდეგ.უბრალოდ გარშემო სიტუაციას თუ

დაუკვირდებით, მიხვდებით, რომ ქალთან მოპყრობა თანამედროვე მამაკეცბმა საერთოდ არ იციან.ელემენტარულად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეიხედეთ, სადაც ქალები ყოველთვის ფეხზე დგანან, კაცები კი კომფორტულად სხედან და აუცილებლად ფანჯრისკენ იყურებიან, ვითომ ვერ ხედავენ, რომ ტრანსპორტში ქალი ამოვიდა.სადმე რიგში თუ დგახართ, გადაგივლიან, ოღონდაც წინ გადავიდნენ, დათმობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.ზოგჯერ ვუყურებ ასეთ საქციელს და მათ მაგივრად მე მცხვენია.სხვათაშორის, ამ ყველაფერს უფროსი თაობის წარმომადგენელებიც აკეთებენ და, რა გასაკვირია, რომ მათ მაგალითს ახალგაზრდებმაც მიბაძონ.ქალებთან ზრდილობიანი საუბრის მანერებიც კი დაივიწყეს და სულაც არ უყურებენ გვერდით გოგო უდგათ თუ არა, ისე თავისუფლად იყენებენ საუბარში უწმაწურ სიტყვებს.რა დაემართათ თანამედროვე მამაკაცებს?ფანჯარასთან სერენადების სიმღერას და გმირული მსხვერპლის გაღებას ხომ არ გთხოვთ, ელემენტარული ზრდილობაა, რაც წესით ყველას უნდა გააჩნდეს.მანერებს თავი დავანებოთ, აზროვნებაც სხვანაირი გაუხდათ, გოგოსთვის ზედმეტად თავის შეწუხება აღარ სურთ, პირიქით, იმისგან ელოდებიან ურთიერთობებში ინიციატივას და ქალისთვის ბრძოლა ეზარებათ, აღარაფერს ვამბობ რომანტიკულ სიურპრიზებსა და სიგიჟეებზე.ძალიან ბევრჯერ მინახავს, რომ ბიჭი გოგოსგან საკმარის ყურადღებას ვერ გრძნობს და ეგრევე თავს ანებებს, ოდნავაც არ ცდილობს მისი ყურადღება მიიქციოს და თავი მოაწონოს.სამაგიეროდ, გოგონები გააქტიურდნენ და, მგონი, ქალები და კაცები უკვე როლებს ცვლიან.ალბათ თავის გასამართლებლად უამრავ მიზეზს გამოძებნიან ბიჭები, მაგრამ ის, რომ ჯენტლმენები თითქმის გაქრნენ, ჩემი შეფასება კი არა, უბრალოდ ფაქტია.

26
980
12-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:L.C.
L.C.
980
  
2012, 24 დეკემბერი, 23:58
მართალია,ამაზეც მიწერია სტატია,ორივეს ბრალია ნამდვილად
2012, 23 დეკემბერი, 1:37
მარტო ბიჭების ბრალიც არაა,გოგოები "გაფუჭდნენ" და ამან გამოიწვია ეს ცვლილება...
2012, 27 ნოემბერი, 14:08
გეთანხმები,გოგონებზეც მაქვს დაწერილი ასეთი სტატია:) მაგრამ მაინც ორივეს ბრალია საბოლოოდ,ბიჭმა რომ დაგიშალოს ვერც გოგო გაბედავ ზედმეტს და ბიჭიც უფრო ზრდილობიანი იქნება ქალი თჲ მოსთხოვს
2012, 27 ნოემბერი, 12:48
ნამდვილად ეგრეა,გეთანხმები,მაგრამ მოდი,ვაღიაროთ რომ ის დამოკიდებულება რაც დღესაა ქალების და გოგონების მიმართ,იმ კატეგორიის დამსახურებაა,რომლებიც ასევე მოურიდებლად ამბობენ უწმაწურ სიტყვებს ბიჭებთან ერთად. თვითონ დგამენ პირველ ნაბიჯებს და ამიტომ ეკარგება ბიჭს ინტერესი,რატომ უნდა ეცადოს,როცა ცდის გარეშეც მიაქცევენ ყურადღებას? სამწუხაროდ,ასეთი გოგონების რიცხვი დღითი დღე იზრდება,ალბათ 80% მიეკუთვნება ამ კატეგორიას. ბიჭების პრობლემა კი ის არის,რომ იმ,დარჩენილ 20% ვერ ასხვავებენ 80%-ისგან,ან ასხვავებენ,უბრალოდ თავის შეწუხება აღარ უნდათ. ისინი ხომ უფრო ბევრნი არიან ვისთანაც იოლად გამოუვათ ყველაფერი? მე ის მაკვირვებს ქართველი კაცი თუ ბიჭი,რათომ ეგუება იმას რომ ქალია ურთიერთობაში პირველი? რატომ ელოდება მისგან ყურადღებას?
2012, 26 ნოემბერი, 18:28
ყველანაირად გეთანხმები,ისევ ახალგაზრდები თუ დაგითმობენ ადგილს,მე ჯანდაბას,ჩემზე ოდნავ უფროსებიც კი მოხუცი ქალის დანახვაზე წარბს არ შეხრიან ხოლმე.ატმასვნაზეც მართალი ხარ,რამდენჯერ ჩემ თვალწინ აკვრიან ვინმე გოგოს,არადა მეგონა მე მეჩვენებოდა ეგეთები:)
2012, 26 ნოემბერი, 17:27
ალბათ კარგი ხარ და იმიტო გეტმასნებიან..... სულ დაკარგეთ ბებრებმა ნამუსიო რო იძახი.მართლა ბებერი კი არა ვარ გოგო.
2012, 26 ნოემბერი, 17:17
რა ძველ თაობებს შემორჩათ. ცეკვაზე დავდივარ და გათიშული კი არა დაუსაფლავებელ მკვდარს ვგავარ ხოლმე ისეთი დაღლილი გამოვდივარ და ავტობუსში კი არა სადაც არ უნდა ვიყო ადგილის დათმობაზე საუბარი ზედმეტია. ეხლა არ თქვათ შენ არ შეგხვედრია მასეთიო. კვირაში ხუთი დღე და თითოზე ორჯერ მგზავრობისას 2 წლის განმავლობაში ერთს როგორმე ვნახავდი. თან ამ უფროსებმაც დაკარგეც საერთოდ სირცხვილის გრძნობა. რამდენიმეჯერ პაპაჩემის ხელა კაცი ისე მეტმასნებოდა ლამის ცარიელ ავტობუსში, რომ არ ვიცი რა, და ამის მერე თანამედროვე ბიჭებს უნდა მოთხოვო რამე? ერთი-ორჯერ იყო მართლა "დამიხსნეს" რასაც ქვია იმიტომ რომ უფროსებს სიტყვას ვერ ვუბედავ ხოლმე, მაგრამ კარგით რა..ცუდად ვარ უკვე, ტრანსპორტში კაცი რომ ამოდის და გვერდზე მიდგება გული ისე მიცემს რომ სანამ ცეკვაზე მივალ ისე თავისუფლად დაითვლი ყურის დაძაბვის გარეშე რომ რა ვიცი..
2012, 26 ნოემბერი, 17:08
რა ძველ თაობებს შემორჩათ. ცეკვაზე დავდივარ და გათიშული კი არა დაუსაფლავებელ მკვდარს ვგავარ ხოლმე ისეთი დაღლილი გამოვდივარ და ავტობუსში კი არა სადაც არ უნდა ვიყო ადგილის დათმობაზე საუბარი ზედმეტია. ეხლა არ თქვათ შენ არ შეგხვედრია მასეთიო. კვირაში ხუთი დღე და თითოზე ორჯერ მგზავრობისას 2 წლის განმავლობაში ერთს როგორმე ვნახავდი
2012, 24 ნოემბერი, 21:19
მართალიიააააა
2012, 10 ნოემბერი, 14:35
არა არ გამქრალან.ძველ თაობებს შემორჩნენ ესეთი კაცები....
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10