საზოგადოება სოსო პავლიაშვილს მკვლელობას უკავშირებენ 2013, 30 იანვარი, 10:23 სოსო პავლიაშვილს ბიზნესმენ ანტონ (ავთო) ადუაშვილის მკვლელობასთან აკავშირებენ, მკვლელობა 2012 წლის 23 ნოემბერს მოხდა. ახლა კი მოკლულის ნათესავი ინტერნეტ-პორტალ ''გურია ნიუსს" დაუკავშირდა, მისივე თქმით, ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის 4 პირია დაკავებული, მათ შორის ვახტანგ ჩხაპელია, რომელიც რუსეთში მოღვაწე მომღერლის სოსო პავლიაშვილის დის ქმარია. როგორც ირკვევა ანტონ (ავთო) ადუაშვილის საერთო ბიზნესი ჰქონდა სოსო პავლიაშვილთან ერევანსა და ხარკოვში. მოკლულის ოჯახის წევრები ამ მკვლელობას სოსო პავლიაშვილს უკავშირებენ. 98 4-ს მოსწონს
|