სხვა პამუკალე 2013, 29 იანვარი, 20:43 პამუკალე - განთქმული სამკურნალო თვისებების მქონე მარილოვანი წყლებით, ერთ-ერთი ულამაზესი და მიმზიდველი ადგილი თურქეთში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ტურისტებისთვის, რომლებიც არც თანხას იშურებენ და არც დროს ამ შესანიშნავი ადგილის მოსანახულებლად და მისი ხილვის შემდგომ არც აღფრთოვანებას მალავენ. ერთი შეხედვით იგი ტოვებს თოვლითა და ყინულით დაფარული ადგილის შტაბეჭდილებას, მაგრამ ეს თოვლი არ არის, ესენია მარილოვანი ქვები, რომლებიც ნაწილობრივ გახსნილია წყალში და აღჭურვილია სამკურნალო თვისებებით. აღნიშნულ ადგილას შეგიძლიათ დატკბეთ, როგორც მისი სილამაზით, ასევე შეგიძლიათ ადგილზევე მიიღოთ სამკურნალო წყლის აბაზანა, რომელიც მერწმუნეთ ნამდვილად მოუხდება თქვენს ორგანიზმს. და ბოლოს, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გირჩევთ, რომ გაითვალისწინოთ ერთი ფაქტორი, პამუკალე გამოირჩევა ძალიან მაღალი ტემპერატურით და ჯობია რაც შეიძლება მსუბუქად შეიმოსოთ, ან სულაც საზღვაო კოსტიუმი იქონიოთ თან თუ ანიშნული ადგილის მონახულებას გადაწყვეტთ. ახლა კი გიტოვებთ რამდენიმე ფოტოს, რათა უკეთ დარწმუნდეთ ჩემი სტატიის სანდოობაში.. 435 4-ს მოსწონს
|