სხვა თვითმფრინავს გველი "დაემგზავრა" 2013, 29 იანვარი, 20:13 ის მეტად უცნაური სანახაობრივი ფაქტი, რომელის მომსწრენიც გახდნენ
ახალ გვინეაში სრულიად ამოუხსნელი და გაუგებარი დარჩა ყველასათვის......
მგზავრები, რომლებიც ავსტრალიის შტატ კვინსლენდიდან
მიფრინავდნენ პაპუა - ახალ გვინეაში, სანახაობის მომსწრენი გახდნენ. თვითმფრინავს გველი "დაემგზავრა". აფრენიდან 20 წუთის შემდეგ, ამ რეისის ფრენის ხანგრძლივობა ერთი საათი და 50 წუთს შეადგენს, მგზავრმა თვითმფრინავის ფრთაზე გველი შეამჩნია. მოგვიანებით გაირკვა რომ ეს სამ მეტრიანი პითონი იყო. ამ ფაქტს ახსნა ვერ მოუძებნეს, თუმცა ეს არც პირველი შემთხვევა ყოფილა და ალბათ არა უკანასკნელიც. P.Sრას წარმოადგენს პითონი---- გველების ქვეოჯახი მახრჩობელასებრთა ოჯახისა (ან დამოუკიდებელი ოჯახი). გავრცელებულია აღმოსავლეთ და, ნაწილობრივ, დასავლეთ (ცენტრალური ამერიკა) ნახევარსფეროებში. ამჟამად ქვეოჯახში შედის 8 გვარი, 35 სახეობით. საკუთრივ ცენტრალურ, პითონის გვარში 7 სახეობაა, გავრცელებულია აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მალაის არქიპელაგზე, ახალ გვინეაში და ავსტრალიაში.პითონის სახეობათა შორის ტანად ყველაზე პატარაა სამეფო პითონი (Python regius - 1, 5 მ.), ყველაზე დიდი კი ბადისებრი პითონი(Python reticulatus - 10 მ-მდე), რომელიც ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. 258 6-ს მოსწონს
|