რელიგია 50-იანელები გვიტევენ!!! 2013, 29 იანვარი, 19:28 ![]() ისინი ბავშვებს ამერიკული სათამაშოებით იბირებენ, უფროსებს კი ფულადი დახმარებით, სანაცვლოდ მათგან თავისებურ წირვაზე დასწრებას ითხოვენ აწ წახალისებული საზოგადოებისგან. ალბათ, დაგაინტერესათ, თუ რას ითვალისწინებს " თავისებური წირვა" და რითი განსხვავდება ის მართმადიდებლური წირვისგან. ერთ-ერთ 50-იანელთან მცირე გასაუბრებისას მას ვკითხე, თუ რატომ არ დადიოდნენ ეკლესიაში და, თუ რატომ არ აღიარებდნენ ეკლესიასა და ხატს.მან, კი შემდეგნაირად მიპასუხა:"ადამიანის ხელქმნილს არაფერი ესაქმება უფალთან და ამიტომ ვუარყოფთ ეკლესიასა და ხატს.ეკლესიაში არ დავდივართ, რადგან შუამავალი ღმერთთან ჩვენ არ გვჭირდება." მოდით, დავუპირისპიროთ მათ ნათქვამს რამოდენიმე არგუმენტი:ეკლესია ღვთის სახლია, სადც მღვდელი წირვას აღავლენს, წირვის დროს კი ქრისტეს სიტყვებსაც წარმოთქვამს, წირვაზე დასწრება და მამაოსთვისადმი ცქერა მარტო ამად ღირს.ხატები, დიახ ადამიანის ხელნაკეთია, (თუ არ ჩავთვლით იესო ქრისტეს ხელთუქმნელ ხატს), მაგრამ წმინდა სახით წარმოდგენილი, კარგად მოგეხსენებათ, რომ არსებობს სასწაულმოქმედი ხატები, რომელთა შორის ბევრს მირონი მოსდის ცრემლის სახით, ზოგსაც კი სისხლიც, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მათ ბევრი ადამიანი განუკურნავთ. ეს ფაქტის შესახებ ვესაუბრე მამა მიქაელს, რომელმაც ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ სიმართლე ერთია ორი სიმართლე არ არსებობს და ასევეა ღმერთიც ის ერთია და მისკენ მიმავალი გზაც მხოლოდ მართმადიდებლობაშია. ისინი მართლაც არასწორ გზას ადგანან და ღმერთმა სწორ გზაზე დააყენონ. მინდა ეს სტატია დასასრულისკენ წავიყვანო და პატარა მოწოდება და თხოვნა ჩავაქსოვო:ჩვენ მართმადიდებლებს მართლაც რომ დიდი საუნჯე გაგვაჩნია, რომელსაც მართმადიდებლობა ჰქვია.50-იანელებსაც გააჩნიათ რწმენა.შესაძლებელია ჩვენზე მეტადაც სწამდეთ, მაგრამ ვგონებ ფულით ნაყიდი რწმენა რეალობას მოკლებულია, ჩვენ კი სადაც შევხვდებით მათ(საქართველოში უკვე მრავლად არიან) მოვუწოდოთ, დავანახოთ და ვუთხრათ:"აი ნახე მე რა მაქვს, ეს ყოვლად წმინდაა, შეიძლება შენ გაცილებით მეტად გწამს, ვიდრე მე, მაგრამ ჭეშმარიტება მართმადიდებლობაშია" 718 1-ს მოსწონს |
რაც შეეხება მატერიალურ დახმარებას. ბიბლიაში წერია რომ ყოველი ადამიანი თავისი შემოსავლის მეატედს უნდა სწირავდეს ღმერთს. სწორედ ეს შესაწირი ნაწილდება გაჯირვებულებს შორის, და ხმარდება ღმერთის საქმეს. მითუმეტეს ისიც აღსანიშნავია რომ არცერთი სახელმწიფოსგან არ ფინანსდება სახარების მიმდევრების ეკლესია, მართმადიდებული ეკლესიისაგან განსხვავებით. ხალხი საკუთარი სურვილით ეხმარება ერთმანეთს.
"ჭეშმარიტება მართმადიდებლობაშია არ არის, ჭეშმარიტება ქრისტიანობაშია"