x
image
Gektor Cantona
ვერა ქობალიას კურიოზული ბრძანება

imageზაურ ოტიაშვილი საქართველოს ინფრასტრუქტურისა და გან­ვითარების სამინისტროში აპარატის უფ­როსის მოადგილედ მუშაობ­და. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ 2012 წლის 29 მარტს გამოსცა ბრძანება ზაურ ოტიაშვილის საქართველოს ინფრასტრუქტურისა და გან­ვითარების სამინისტროს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან 2007 წლის 22 ივნისიდან გათავისუფლების თაობაზე. ამ ბრძანებაში ერთდროულად რამდენიმე კურიოზია: პირველი, მინისტრმა სხვა სამინისტროს თანამშრომელი გაათავისუფლა და მეორე, ბრძანება 5 წლის დაგვიანებით, უკანა რიცხ­ვით არის გამოცემული. გამოდის, თანამშრომელი 2012 წლის ბრძანებით თანამდებობიდან 2007 წლიდან გაათავისუფლეს!

0
104
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Gektor Cantona
Gektor Cantona
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0