x
image
რადარი
ანჯელინა ჯოლმა და ბრედ პიტმა დაქორწინება გადაწყვიტეს

imageულამაზესი ქალბატონი ანჯელინა ჯოლი უკვე მრავალი წელია გვაოცებს თავისი გასაოცარი როლებით და მაღალპროფესიონალიზმით, თანამედროვე კინოგურმანებს ვერც კი წარმოუდგენიათ ჰოლივუდი ანჯელინას გარეშე. რა თქმა უნდა ასეთი წარმატებული ქალბატონი მარტო ვერ იქნება და მას უკვე შვიდი წელია ყავს მეგობარი მამაკაცი, ისიც ძალზე წარმატებული და თავისი საქმის პროფესიონალი მსახიობი ბრედ პიტი. ისინი ექვს შვილსაც ზრდიან, აქედან სამი აყვანილი ყავთ და სამი საკუთარი. image

ქორწინების შესახებ წყვილმა ნიუ-იორკში ახალი ფილმის პრეზენტაციაზე განაცხადეს, როგორც ბრედ პიტი ამბობს, უკვე დრო მოვიდა და აუცილებელია ოფიციალურად დაქორწინდნენ, ამისაკენ მათ ბავშვებმაც უბიძგათ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბრედ პიტი ამით არღვევს იმ აკრძალვას, რომელიც მან დიდი ხნის წინ დადო პროტესტის ნიშნად, თითქოს და ის არ დაქორწინდებოდა მანამდე სანამ ამერიკაში ერთსქესიანებს დაქორწინების უფლებას არ მიცემდნენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და ის ცოლად შეირთავს უმშვენიერეს ანჯელინას.

imageეს ქორწილი შოუ ბიზნესში წლების განმავლობაში ითვლებოდა ძალიან პროგნოზირებად ქორწილად, მაგრამ წყვილმა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გადაწყვიტა დაქორწინება. ამ ქორწილის დიდი ბიძგი შეიძლება იყოს ანჯელინას ჯამრთელობის საგრძნობლად გაუარესება ბოლო წლების განმავლობაში, უკვე დიდი ხანია რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანჯელინა ჯოლი დაავადებულია საკმაოდ სერიოზული დაავადებით. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ანჯელინას გამოჯამრთელება ვუსურვოთ და ველოდოთ თუ როგორ კაბას ჩაიცვამს ის ქორწილში: ჩვეულებრივ თეთრ საქორწინო კაბას თუ, როგორც ჩვევია რაიმე ორიგინალურ სიურპრიზს შემოგვთავაზებს.

image

5
189
15-ს მოსწონს
ავტორი:რადარი
რადარი
189
  
2013, 30 იანვარი, 18:39
ადმინისტრაციას ვთხოვ გამასწორებინოს სათაური, მე ვერ ვარედაქტირებ...
2013, 30 იანვარი, 18:32
ჯოლმა არა,ჯოლიმ
2013, 29 იანვარი, 0:48
მეც მაგის იმედი მაქ :)
2013, 29 იანვარი, 0:22
იმედია, დაგვპატიჟებენ:))
2013, 29 იანვარი, 0:09
საინტერესო იყო... ძალიან მომწონს ეს წყვილი..:)
0 1 5