შოუბიზნესი ანჯელინა ჯოლმა და ბრედ პიტმა დაქორწინება გადაწყვიტეს 2013, 29 იანვარი, 0:06 ულამაზესი ქალბატონი ანჯელინა ჯოლი უკვე მრავალი წელია გვაოცებს თავისი გასაოცარი როლებით და მაღალპროფესიონალიზმით, თანამედროვე კინოგურმანებს ვერც კი წარმოუდგენიათ ჰოლივუდი ანჯელინას გარეშე. რა თქმა უნდა ასეთი წარმატებული ქალბატონი მარტო ვერ იქნება და მას უკვე შვიდი წელია ყავს მეგობარი მამაკაცი, ისიც ძალზე წარმატებული და თავისი საქმის პროფესიონალი მსახიობი ბრედ პიტი. ისინი ექვს შვილსაც ზრდიან, აქედან სამი აყვანილი ყავთ და სამი საკუთარი. ქორწინების შესახებ წყვილმა ნიუ-იორკში ახალი ფილმის პრეზენტაციაზე განაცხადეს, როგორც ბრედ პიტი ამბობს, უკვე დრო მოვიდა და აუცილებელია ოფიციალურად დაქორწინდნენ, ამისაკენ მათ ბავშვებმაც უბიძგათ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბრედ პიტი ამით არღვევს იმ აკრძალვას, რომელიც მან დიდი ხნის წინ დადო პროტესტის ნიშნად, თითქოს და ის არ დაქორწინდებოდა მანამდე სანამ ამერიკაში ერთსქესიანებს დაქორწინების უფლებას არ მიცემდნენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და ის ცოლად შეირთავს უმშვენიერეს ანჯელინას. ეს ქორწილი შოუ ბიზნესში წლების განმავლობაში ითვლებოდა ძალიან პროგნოზირებად ქორწილად, მაგრამ წყვილმა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გადაწყვიტა დაქორწინება. ამ ქორწილის დიდი ბიძგი შეიძლება იყოს ანჯელინას ჯამრთელობის საგრძნობლად გაუარესება ბოლო წლების განმავლობაში, უკვე დიდი ხანია რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანჯელინა ჯოლი დაავადებულია საკმაოდ სერიოზული დაავადებით. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ანჯელინას გამოჯამრთელება ვუსურვოთ და ველოდოთ თუ როგორ კაბას ჩაიცვამს ის ქორწილში: ჩვეულებრივ თეთრ საქორწინო კაბას თუ, როგორც ჩვევია რაიმე ორიგინალურ სიურპრიზს შემოგვთავაზებს. 189 15-ს მოსწონს
|