მხატვრობა ქუჩის მხატვრობა 2013, 28 იანვარი, 10:39 მხატვრობის ეს სახეობა თავიდან ამერიკაში გახდა პოპულარული. ქუჩის მხატვრებს თავიდან " ქუჩის ხულიგნებს " უწოდებდნენ და ზოგჯერ ახლაც ამ სახელით მოიხსენიებენ, რადგან თვლიან, რომ კედლებს ამახინჯებენ (ბევრისთვის ეს არასასიამოვნო იყო). ამერიკაში ეს კანონით ისჯებოდა, ამიტომ ქუჩის მხატვრები დანგრეულ შენობებზე ხატავდნენ. მოგვიანებით მათ ღამის მხატვრებსაც უწოდებდნენ, რადგან ისინი ღამე ხატავდნენ შენობის კედლებს და დღისით უჩინარდებოდნენ. ისინი ზირითადად "პულვერიზატორს" იყენებენ, რადგან ეს საღებავი მალე შრება და ძნელად შორდება კედლებიდან. მხატვრობის ეს სახეობა, ბოლო დროს, საქართველოშიც პოპულარული გახდა. 147 3-ს მოსწონს
|