შემქნელები და იდეის ავტორები არიან კემბრიჯის უნივერსიტეტის და ნოკიას ტექნოლოგიურ მკვლევართა ჯგუფი, მათი ჩანაფიქრით morph-ი დაფუძნებული იქნება ნანოტექნოლოგიაზე. კორპუსი დამზადდება დრეკადი მასალისგან, რომელიც შეძლებს ნებისმიერი ფორმის მიღებას და ამავდროულად მას სავარაუდოდ გამჭვირვალე დისპლეი ექნება, ზედაპირი კი თვითგაწმენდი. ჯერჯერობით მსგავსი ტექნოლოგიები კარგად არაა დამუშავებული და ალბათ ეს ყველაფერი უახლეს 10 წელიწადში უფრო დაიხვეწება. ნოკიას წარმომადგენლები ვარაუდობენ რომ, ეს იდეები და სიახლეები, რომელიც ამ მოდელთანაა დაკავშირებული სხვა ტელეფონებზეც აისახება უახლოეს 6 წელიწადში.