სხვა ცხოვრება ისეთი ცოტაა რომ ტკივილისთვის და მოწყენისთვის არ უნდა გვეცალოს... 2013, 27 იანვარი, 21:53 ვიყოთ ღმერთის მადლიერები იმისთვის რაც გვაჩუქა.. შეიძლება ამაზე უარეს დღეში ჩავვარდეთ ადრე თუ გვიან და არავინ არ იცის ვის რა მოუვა. უნდა ვცხოვრობდეთ რეალურ სამყაროში და არ უნდა ვქმნიდეთ ილუზიებს, არ უნდა ვაგებდეთ ოცნების კოშკებს მდიდრულ ბინებზე, ბევრ ფულზე და საერთოდ მატერიალურ ღირებულებებზე... არიან ადამიანები ვისაც არაფერი გააჩნიათ მაგრამ ცხოვრების იმედს და ხალისს არ კარგავენ.. იმედი ერთადერთია რაც ადამიანს გააჩნია. ის შენშია და ვერასდროს ვერავინ წაგართმევს, ტუ კი შენ თვითონ არ დათმობ მას. თუ კი დათმობ მაშინ ჩავარდები სასოწარკვეთილებაში და იწყებ უკუსვლას... მართლაც ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანია ვისაც არ გააჩნია ლუკმა პური, და ჩვენ ვისაც თბილი სახლი გვაქვს და თავზე არ გვაწვიმს, ვწუწუნეებთ, ღმერთს დახმარებას ვთხოვთ იმის გამო რომ "გული გვტკივა".. ხომ არსებობენ ადამიანები ვისაც ელემენტარული საჭმლის ფული არ გააჩნიათ, წვიმაშიც, თოვლშიც ერთი და იგივე ტანსაცმლით დადიან .. ქუჩაში ძინავთ და მაინც ფიქრობენ რომ ცხოვრება გრძელდება და იმედს არ კარგავენ.. მე ვნახე ახალგაზრდა დედა 2 წლის შვილთან ერთად რომელიც კარდაკარ დადის რომმ შვილს საჭმელი აჭამოს, რომელსაც სახლი არ გააჩნია და მიტოვებულ შენობაში ცხოვრობს მცირეწლოვან შვილთან ერთად.. ათოვთ, აწვიმთ მაგრაამ ცხოვრებას აგრძელებენ.. ჩვენ დღევანდელი ახალგაზრობა მცირე პრობლემებსაც ვერ ვერევით, ყველაფერზე ხელს ვიქნევთ და არ ვცდილობთ მოვაგვაროთ ისინი.. ღმერთმა ყველაფერი გვაჩუქა, გარეგნობა, ჯანმრთელობა, ოჯახი, სახლ–კარი, მშობლები.. ზოგი ამასაც ნატრულობს.. ოჯახი ენატრებათ, სითბო და სიყვარული.. ზოგისთვის ბედიერება ბრენდული "ზმანი", ძვირადღირებული ტელეფონი და მანქანაა, რომელ სალონში გაიკეთონ თმა და ბრჩხილები, როდის სად გაერთონ. ზოგი კი საჭმლის ფულს ნატრობს.. ქუჩაში ათასობით გამოწვდილი ხელის ნახვის შემდეგ მიჩნდება კითხვა, შეიძლება ჩვენ ადამიანებმა რომლებსაც ასე თუ ისე ყველაფერი გვაქვს ვიწუწუნოთ რამეზეე? მინდა რომ ჩემს თანატოლებს მივმართო (ჩემი თამადობით) : " ბავშვებო მინდა დავფიქრდეთ რა არის ღირებული ამ ქვეყანაზე, იმაზე თუ რა გვტკენს გულს... ნუთუ შეიძლება ვინმეს გამო ცხოვრება დავიმძიმოთ მითუმეტეს ამ ასაკში.. ეს ტკივილები არაფერი არაა იმასთან შედარებით რასაც ღმერთი დროთა განმავლობაში მოგვივლენს.. ვიყოთ ძლიერები და რწმენა არ დავკარგოთ არასოდეს ! ეს დაგვეხმარება საკუთარი თავის მართვაში.. ვიყოთ ღმერთის მადლობლები იმისთვის რაც გვაქვს და რაც გვაჩუქა.. გვახსოვდეს უფალი ბევრ განსაცდელს და ტკივილს მას უვლენს ვინც ძალიან უყვარს ! ნუ გავიტეხთ ნურაფერზე გულებს.. წარსულში ნუღარ ვიქექებით, იქ ვეღარაფერს შევცვლით მაგრამ მასზე ფიქრით დავკარგავთ მომავლის ძვირფას წუთებს.. მთავარია დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ.. და შევცვალოთ ყველაფერი კარგისკენ! ეს ცხოვრება ისეთი ცოტაა რომ ტკივილისთვის და მოწყენისთვის არ უნდა გვეცალოს ! 48 შეფასება არ არის
|