ყველამ ვიცით, რომ კვება "Fast Food" - ში არც თუ ისე სასარგებლოა.ყველაზე ცნობილი ამ ტიპის დაწესებულებებს შორის არის McDonalds - ი.ჯერ კიდევ 1970 წელს ამერიკელები McDonalds - ში კვებაზე ხარჯავდნენ 6 მილიარდ დოლარს.2001 წელს ამ თანხამ 110 მილიარდი შეადგინა.ეს თანხა ბევრად აღემატება იმას თუ რამდენს ხარჯავენ ამერიკელები განათლებაზე, კომპიუტერებზე, მანქანებზე, ფილმებზე, ჯურნალებზე და მუსიკაზე ერთად აღებული.
საშუალო ამერიკელი კვირაში 3 ჰამბურგერს და 4 პორცია კარტოფილს მიირთმევს.ყოველი მერვე ამერიკელი ოდესღაც McDonalds - ში მუშაობდა.McDonalds - ის თანამშრომლების უმრავლესობას 20 წლისაც არ არის.
ახალგაზრდა თანამშრომლებს უყვართ ხუმრობა.სათვალთვალო კამერების ჩანაწერებმა ლოს-ანჟელესის სწრაფი კვების ობიექტებზე აჩვენა როგორ აფურთხებენ თანამშრომლები საკვებში, აქრობენ ზედ სიგარეტის ნამწვავებს, ყრიდნენ ძირს და ისე მიჰქონდათ მომხმარებლებთან.
2000 წლის მაისში, ნიუ-იორკში დააკავეს 3 ახალგაზრდა, რომლებიც 8 თვის განმავლობაში აფურთხებდნენ და შარდავდნენ საკვებში.ცნობილი ფაქტია, რომ McDonalds - ის თანამშრომლების უმრავლესობა იქაურ საკვებს არ ჭამს.
სიმსუქნე ამერიკაში სიკვდილიანობის მეორე მიზეზია თამბაქოს მოწევის შემდეგ.ყოველწლიურად სიმსუქნისგან 28 000 ათასი ადამიანი იღუპება.
McDonalds -ში ყოველდღიურად პლანეტის მოსახლეობის 1 პროცენტი იკვებება.1948 წლიდან მოყოლებული McDonalds - მა 100 მილიარდი ჰამბურგერი გაყიდა.კომპანია წამში 75 ჰამბურგერს ყიდის.
ჯულია რობერტსი კინოვარსკვლავობამდე McDonalds -ში მუშაობდა, რითიც ძალიან ამაყობს.
McDonalds - ის რესტორნების ქსელი ხშირად გამხდარა ტერორისტების თავდასხმის ობიექტი, მაგალითად:
2000 წლის 19 აპრილი ქალაქი დინანა, საფრანგეთი.1 დაღუპული.
2001 წლის 24 თებერვალი - აფეთქება პარიზი.
2001 წლის სექტემბერი - სტამბოლი.1 დაღუპული, 1 დაშავებული.
19 ოქტომბერი 2002 წელი - მოსკოვი.1 დაღუპული.8 დასავებული.
2002 წლის 5 დეკემბერი - ბომბეი.17 დაჭრილი.
2002 წლის 11 ოქტომბერი - ფინეთი.7 დაღუპული.
და ა.შ.
McDonalds - ის კაპიტალი 24 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს უდიდესი კომპანიების სიაში 90 - თე ადგილზე აყენებს.