ფეხბურთი ფილიპე მელო წასვლას აპირებდა 2012, 17 აპრილი, 16:29 - მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ფეხბურთის თამაშის სურვილი დაკარგული მქონდა. არაფერი მახარებდა და კარიერის დასრულებაზე სერიოზულად ვფიქრობდი. მუნდიალზე ცუდად არ მითამაშია, მაგრამ ჰოლანდიასთან წაგებას ყველა ბრაზილიელი მე მაბრალებდა, - ეს ტურინის „იუვენტუსისა“ და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველ ფილიპე მელოს სიტყვებია. მუდნიალი 2010-ის მეოთხედ ფინალში ფილიპე მელომ ჰოლანდილ წაქცეულ არინ რობენს ჩაარტყა და გააძევეს. იმ დროს ბრაზილიელები 1:2-ს აგებდნენ და 10 კაცით დარჩენილებმა ვერაფერი გააწყვეს. - ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველა მიხვდებოდა, რომ იმ მატჩს მაინც წავაგებდით. საკმარისი იყო, ჰოლანდიელი ფეხბურთელების ტვალებში ჩაგეხედათ, მათ წარმოუდგენლად სურდათ გამარჯვება, - ამბობს მელო. სწორედ მელოს გადაცემის შემდეგ გაიტანა რობინიომ პირველი გოლი, მაგრამ მელომ ჯერ საკუთარ კარში გაიტანა გოლი, ხოლო შემდეგ წითელი ბარათიც მიიღო. 16 1-ს მოსწონს
|