![როგორია სასურველი ქალი image](/uploads/article_images/small/202581359204043.jpg)
გოგოები ხშირად განიცდიან რომ მოდელებივით უნაკლო სხეული და ლამაზი სახის ნაკვთები არ აქვთ. არ ღირს გარეგნობის გამო ბედსა და მთელ ქვეყნიერებაზე განაწყენება. ეს გულჩათხრობილსა და დაღვრემილს გაგხდით.ფსიქოლოგების აზრით მამაკაცებს ქალებში ხიბლავთ:
იუმორის გრძნობა.შეიძლება, ეს უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე არაა, იუმორის გრძნობა მამაკაცის ფსიქოლოგიის განუყოფელი ნაწილია. იუმორი და სიცილი მას განტვირთვაში ეხმარება. ძალიან სერიოზული ქალები მამაკაცს სკოლის მკაცრ მასწავლებელს, მკაცრ დედას აგონებენ. როცა მამაკაცი იცინის, თითქოს ბაშვობას უბრუნდება, ამიტომ მასთან ხუმრობაზე უარს ნუ იტყვით.
როცა არ არის ზედაპირული, მით უმეტეს, სულელი. მოსაზრება, რომ მამაკაცებს ლამაზი სულელი ქალები მოსწონთ, მითია. დროდადრო ასეთ ქალს მამაკაცი მოწყალე თვალით უყურებს, მაგრამ მის გამო ცხოვრებას არასდროს დაინგრევს და ღამეებს თეთრად არ გაათენებს.
ტაქტის გრძნობა. არასდროს გამოიყენებს საკუთარ მიმზიდველობას, სექსუალურობას მამაკაცის მანიპულირებისთვის, რადგან კარგად იცის, შესაძლოა, გარეგნულად მამაკაცმა აჩვენოს რომ მისი ასეთი საქციელი მოსწონს, მაგრამ შინაგანად სერიოზულად არ აღიქვამს.ჭკვიანი ქალი ყოველთვის დახვეწილად მოქმედებს.და ბოლოს, ჭკვიან ქალებს შეუძლიათ მამაკაცის მიღება ისეთი როგორებიც არიან ისინი.
სიყვარული და სექსი
მამაკაცი თავის გრძნობებს ხშირ შემთხვევაში ქალთან ფიზიკური შეხებით გამოხატავს. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ხელის შეხება, კოცნა და ბოლოს სექსიც. სტატისტიკურმა მონაცემებმა ცხადყო, რომ მამაკაცები სექსის დროს მეტ გულახდილობას იჩენენ და მზად არიან, ქალს ათასჯერ უთხრან, რომ უყვართ. ფიზიკური სიახლოვე ყველანაირ ბარიერს ამარცხებს და პარტნიორთა შორის ნდობას ამყარებს.