x
image
t.x.
ანი ტყებუჩავა: "როცა გიყვარს და უყვარხარ მზესავით ანათებ". რატომ მალავს ის შეყვარებულის ვინაობას?
imageანი ტყებუჩავა საზოგადოებამ სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო, სადაც ის ნინას როლს ასრულებს. სერიალში ანის გათხოვილი ქალის როლი ერგო. ცხოვრებაში კი თავისუფალია, თუმცა ტასოს თუ დავუჯერებთ, ანი ძალიან კარგი დედაა, მოსიყვარულე და მზრუნველია. როგორია ანი ცხოვრებაში?

ნამდვილი ანი დამთმობი, ლმობიერი და მიამიტია. რასაც ეუბნებიან ყოველთვის სჯერა. არასოდეს ერევა კამათში. არასოდეს არავის ეჯიბრება, რადგან თვლის, რომ ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, ვინც მასზე ჭკვიანია და რომელმაც შეიძლება აჯობოს. ანი მშვიდი და თავმდაბალია, რაც ზოგჯერ არც მოსწონს და თავის თავს საყვედურობს, რომ ვერ ისწავლა როგორ გახდეს ამბიციური.

თავმოყვარე და პირდაპირ ადამიანს უჭირს ეშმაკურად მოქცევა. მისთვის ეშმაკური ხრიკები ძნელი მოსაფიქრებელია.

მეგობარი სულ რამდენიმე ჰყავს, მაგრამ ისინი ძალიან უყვარს და თავისი ოჯახის წევრებად თვლის.image


ანის სიყვარული ნაადრევ ასაკში ეწვია, მაგრამ ეს გრძნობა უიმედო იყო და ამბობს, რომ დარდისაგან კვდებოდა. ახლა ის მზესავით ანათებს. ანი არ მალავს, რომ შეყვარებულია. რჩეულის ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, სანამ ამას ოფიციალური სახე არ მიეცემა. მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ ხელოვანია-რეკლამების რეჟისორი.

ანის არ უყვარს ხალხმრავლობა და კლუბური ცხოვრება. წამოწოლას და წიგნის კითხვას სასიამოვნო საქმიანობად მიიჩნევს, თუმცა ზარმაცი სულაც არაა, პირიქით, თავს მოუსვენარს უწოდებს.

თებერვალში კი "ჩემი ცოლის დაქალები"-ს გადაღება განახლდება და მონატრებულ ანის ისევ ვიხილავთ.

1
79
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
79
  
2013, 4 მაისი, 12:58
მაგარი ხარ ანა შემი ფანი ვარ !!!
0 1 1