x
image
თეა კუჭავა
ყველაზე ანომალიური ქორწინებები(სახალისო სინამდვილე)
image თუ არ გინდათ, რომ მომავალმა სიმამრმა თავში ჯოხი გთხლიშოთ ან ქორწინების წინ მთელი ღამე უძირო უფრსკული კიდეზე მდგარმა გაატაროთ, მაშინ საცოლეს ნუ მოძებნით სამხრეთის ეგზოტიკურ ქვეყნებში, სადაც დღემდეა შემორჩენილი სასიძოს გამოცდის სასტიკი ტრადიციები.

ყველამ იცის, რომ უკბილობა, განსაკუთრებით წინა კბილების უქონლობა, ადამიანს ამახინჯებს, მაგრამ ავსტრალიელი აბორიგენების ზოგიერთ ტომში გავრცელებული წესის მიხედვით, საქმროს ერთ-ორ წინა კბილს უღებენ... მხოლოდ ამის შემდეგ მიიჩნევენ მას ნამდვილ მამაკაცად და შეუძლია თავის რჩეულთან სქესობრივი კავშირი დაამყაროს.

ისტორიული საზომებით თუ განვსაზღვრავთ, უფრო დაუჯერებელი ტრადიციები არც ისე დიდი ხნის წინ არსებობდა ჯიბუტელ დანაკილებში, სადაც რჩეულთან მიახლოება არ შეიძლებოდა ყელსაბამის გარეშე, რომელიც მზადდებოდა გამხმარი ფალოსისაგან.ამ ტომში ამის მიხედვით აფასებენ ვაჟკაცობას, ღონესა და ქორწინებისთვის მზადოფნას.

ამ უXვეულო ნაალაფარს ტყვეებისა და დახოცილი მტრებისგან მოიპოვებდნენ. რა თქმა უნდა, ცივილიზაციასთან ერთად ბარბაროსულმა ადათმა საგრძნობი ცვლილება განიცადა.ნამდვილი ფალოსი იმიტირებულით ან მისი გამოსახულებით შეცვალეს.


სხვათა შორის, ყველაზე თავზე ხელაღებული სამროები ჰებრიდის ერთ-ერთ კუნძულზე ცხოვრობენ. აქ სასიძოს არ სჭირდება არც ლეოპარდთან და არც თანატოლებთან შებრძოლება, მაგრამ საქორწილო გამოცდა არანაკლებ რთულია. ქორწილის წინა ღამეს საქმრო უნდა დადგეს მაღალ კლდეზე-ქვემოთ უფსკრულია, რომლის ფსკერზეც წვეტიანი წვები და აღელვებული ოკეანის ტალღებია. საკმარისია შეირხეს ან წამიერად ჩაეძინოს, რომ სასიძო სამუდამოდ გამოემშვიდობება თავის სიცოცხლესა და საცოლესაც.


2
682
6-ს მოსწონს
ავტორი:თეა კუჭავა
თეა კუჭავა
682
  
2013, 15 ივნისი, 14:26
გიჟებს რა გამოლევს:D
2013, 5 თებერვალი, 12:03
:))
0 1 2