x
image
შაკო-დემე
სიყვარულის სევდიანი ისტორია სინანული მონატრება

image დიდი დრო გავა კვლავ მეყვარები, ისევე როგორც ახლა მიყვარხარ, შემხვდები თითქოს შეგებრალები მეტყვი მეცნობი: ნეტავ ვინახარ? მე შენ მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად.
მე მინდა მივესალმო ჩემ დაკარგულ და უკვდავ სიყვარულს რომელსაც წლებია გულით ვატარებ. მენატრები სიგიჟემდემენატრები, ვნანობ ჩემს შეცდომებს დამიჯერე ვნანობ. ის ბედნიერი წლები რომელმაც ამდენი ბედნიერება მოგვიტანა 1 მა დღემ დაანგრია, 1 მა საშინელმა დღემ, ნეტავ იცოდე როგორ მინდა ისევ დამიბრუნდე.
მე შენი მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები, შენ იყავი ჩემი ცხოვრება, ჩემი სიცოცხლე რომელიც აღარ მაქვს. ის ყოველი ბედნიერი წუთი და წამი რომელიც შენთან ერთად გავატარე ყველაზე ბედნიერი იყო, 1 შეცდომა დავუშვი და შენც წახვედი ჩემი ცხოვრებიდან. ნუთუ ისეთი შეცდომა დავუშვი რომ არ მეპატიება და ეს ამდენი წელი 1 შეცდომას შეაწირე. ცუდად ვარ მეტი აღარ შემიძლია. ყოველი დღე წამებით იწყება და წამებით მთავრდება, იმის მოლოდინში რომ ერთხელაც დამიბრუნდები. 15 წლიდან ორივე ერთმანეთის ხელში ვიზრდებოდით და ეს წლები 1 დღეში რატო გაცვალე? ნუთუ ერთი შეცდომა არ მეპატიება რომ მიმატოვე? ნეტავ იცოდე უშენოდ როგორ ტანჯვაში ვარ, სახე მიღიმის მაგრამ ვინ იცის ჩემ გულში რა ტანჯვა ტრიალებს. ყველაზე ძნელი მონატრებაა, უიმედო მონატრება, თავს რომ იიმედებ იმით რომ ოდესღაც დაგიბრუნდება, მაგრამ რო იცი ეს არასდროს მოხდება. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ვიტირებდი, ვიტირებდი სიყვარულის და მწარე მონატრების გამო.
image ძნელია როცა შენი ცხოვრება გეუბნება იცი? "აღარ მიყვარხარ" არადა იცი რო უყვარხარ. ჩემ ცხოვრებას აზრი დაეკარგა. უბრალოდ მინდა რომ იცოდეს, მე ყოველთვის მასთან ვიქნები სადაც არ უნდა ვიყო... მთავარია ის იყოს ბედნიერი. მიყვარხარ მენატრები და ამ სიყვარულმა მეშინია სისულელე არ ჩამადენინოს, უშენოდ ნული ვარ და მკვდარი ვარ ყოველთვის და ყველგან.
შენ იბედნიერე და მსხვერპლი მე ვიქნები. თუ ოდესმე მაპატიებ ჩემ შეცდომას და დამიბრუნებ იმ ბედნიერებას და სიხარულს, უბრალოდ შენი ერთი გამოხედვაც საკმარისი იქნება რომ ეს ყველაფერი ვიგრძნო. ღმერთო რა ცუდად ვარ, ნეტავ იცოდეთ როგორ ვიტანჯები და როგორ მტკივა გული. ხალხო ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული დაკარგულია....!!!!

5
445
4-ს მოსწონს
ავტორი:შაკო-დემე
შაკო-დემე
445
  
2014, 28 აპრილი, 1:54
მოვიწყინე:(
2014, 28 აპრილი, 1:52
რაო
:/
2014, 28 აპრილი, 1:47
:( ეჰ
2013, 25 იანვარი, 12:11
უფლება რო მქონდეს თმებით გითრევდი :)))))))))))))) რა სისულელეებს ბოდავ, პირველი და უკანასკნელი და ტანჯვა და ვაება არა კვახი კიდე .... აზრზე მოდი რაა !!!!!!!!!!!!!!!!
0 1 5