ქალი და მამაკაცი სიყვარული მეორე ნახვით... წყვილები, რომლებიც წლები ეძებდნენ ერთმანეთს 2013, 24 იანვარი, 22:12 ყველას როდი სჯერა ერთი ნახვით სიყვარულის - ხანდახან იმას, რომ ნამდვილი გრძნობა გაჩნდეს, თვეები და წლებიც სჭირდება. ამ სტატიაში კი წარმოგიდგენთ იმ ცნობილ წყვილებს, რომლებიც წლები ეძებდნენ ერთმანეთს.
# მილა კუნისი და ეშტონ კაჩტერი
მსახიობებმა ერთამენეთი გაიცნეს სერიალის “70-იანი წლების შოუს'' გადაღებაზე, როცა ორივე 17 წლის იყო. მაშინ რომანიც ჰქონდათ, თუმცა მალე შეწყვიტეს ურთიერთობა და თავ-თავიანთ ცხოვრებას მიხედეს. ეშტონმა დემი მური შეირთო ცოლად, მილა კი მაკოლეი კალკინს ხვდებოდა, თუმცა წლების განმავლობაში მეგობრობას აგრძელებდნენ.
დემისთან განშორების შემდეგ ეშტონმა სწორედ მეგობრის მკლავებში პოვა შვება, რომელიც ასევე დაშორებული იყო მაკოლეი კალკინს. ახლა კი მოსიყვარულე წყვილად მიიჩნევიან.
# პენელოპა კრუსი და ჰავიერ ბარდემი ყველაზე ცეცხლოვანმა ესპანურმა წყვილმა მაშინ გაიცნო ერთმანეთი, როცა პენელოპა 16 წლის იყო, ხოსე ლუნას ფილმში “ლორი, ლორი''. მაგრამ მაშინ რომანი არ განვითარებულა ფლირტით შემოიფარგლენ. თითოეული თავისი გზით წავიდა პოპურალობისაკენ. მაგრამ აი, 2008 წელს ვუდი ალენის ფილმში “ვიკი, კრისტინა, ბარსელონა'' ბედმა ისინი ისევ ერთად შეჰყარა და სწორედ მაშინ გაჩნდა ნაპერწკალი. “ხანდახან რთული გზა უნდა გაიარო, შეცდომებითა და იმედგაცრუებებით სავსე, რომ მიხვდე, ბედნიერება, რომელსაც ასე დიდხანს ვეძებთ სადღაც, მთელი ეს წლები შენ გვერდით იყო '', თქვა ერთხელ პენელოპამ. # ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ გაიცნეს ერთმანეთი და ჯენიფერი აღიარებს, რომ მაშინვე მოეწონა. 2010 წელს ისევ შეხვდნენ ერთმანეთს ფილმში “ადგილების შეცვლის ახირება'', თუმცა ჯენიფერმა ჯასტინი ვერ იცნო, მთლად წვერსა და ულვაშში ჩაფლული. ფილმში რომანტიკულ წყვილს განასახიარებდნენ და ნათ შორის რომანიც გაჩაღდა. მიუხედავად იმისა, რომ ტერუ 15 წელი ცხოვრობდა ჰაიდი ბივენსთან, ენისტონის გამო მიატოვა ცოლი და ჯენიფერს ხელი სთხოვა. 350 3-ს მოსწონს
|