ქალი და მამაკაცი სალომე ღვინიაშვილი (ფოტოები) 2013, 10 იანვარი, 13:55 მოდელი სალომე ღვინიაშვილი უკვე რამდენიმე წელია ინგლისში ცხოვრობს და ფეხბურთელ ქმარს, ხიზანას – ზურა ხიზანიშვილს, რომელიც ინგლისურ საფეხბურთო გუნდში თამაშობს, გვერდში უდგას. სალომე უკვე სამი შვილის დედაა. გოგონები ზურასგან ჰყავს, უფროსი, ბიჭი კი – პირველი ქორწინებიდან. სამი შვილის დედას ბევრი საქმე აქვს, მაგრამ პერიოდულად მაინც ახერხებს პოდიუმს არ ჩამოშორდეს. რაღაც ეტაპზე სწავლობდა კიდეც სამოდელო ბიზნესს. თბილისში ხშირად ვერ ჩამოდის. ცოტა ხნის წინ მოდის კვირეულისთვის ჩამოვიდა და თითქმის ყველა დიზაინერის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ჩემი აზრით, სალომე არა მარტო ლამაზი არამედ ძალიან ეშხიანი და დახვეწილი ქალია. ახლა კი გთავაზობთ მის ფოტოებს, რომლებიც იმედია ბევრს მოეწონება. 3240 7-ს მოსწონს
|