2012 წლის შედეგები:ვარსკვლავები,რომლებმაც წონაში დაიკლეს.
ახალი წლისთვის წონის დაკლება მრავალი გოგონას ოცნებაა, მაგრამ ამ სტატიის გმირები ცნობილი სახეები არიან და იმისთანა გასუქებულები იყვნენ, რომ ყვითელი პრესა სულ მათზე ლაქლაქებდა... ახლა კი პირიქით სალაპარაკო გამოუჩნდათ... ჯენი ჰარტი-დაიკლო 9 კილო, ტელემსახიობმა და რეჟისორმა 40-ს გადააბიჯა და ეს მოვლენა წონის დაკლებით აღნიშნა.
კელი კლარკსონი, დაიკლო 14 კილო, 30 წლის მომღერალს მალე ქორწილი აქვს და ამისთვის იგი სრულიად მომზადებულია. ოზი ოსბორნის ცნობილმა მეუღლე შერონ ოსბორნმა თავის 60 წლის იუბილე და შვილიშვილის დაბადება იმით "აღნიშნა", რომ 13 კილო დაიკლო. რიანა, პრესა იხსენებს მის ბოფრენდის კრის ბრაუნის სიტყვებს"როგორც არ უნდა გახდეს, ის მაინც სრული ქალი იქნება", თუმცა ფაქტი სახეზეა, მომღერალმა სრულიად შეგნებულად დაიკლო წონაში, რომ ეჩვენებინა კრისისთვის მას ეს შეუძლია... მირანდა ქერი, პრინციპში მას ზედმეტი წონა არასდროს არ აწუხებდა, თუმცა მშობიარობის შემდეგ აშკარად გასუქდა, ახლა კი იგი ისევ ძველებურ ფორმაშია. ხლოი კარდაშიანი-როგორც ამბობენ მან სულ რაღაც 20 დღეში 9 კილო დაიკლო, კიმის და,
რადიოწამყვანი, ფოტომოდელი და რალიტი-შოუს მონაწილე "კარდაშიანების ოჯახი". და ბოლოს, ვარსკვლავი, რომლის გასუქებაზეც ყველაზე მეტს ლაპარაკობდნენ პრესაში, აიშვარია რაი, მის მსოფლიო 1994, ბოლივუდის ვარსკვლავი, მთელი მსოფლიოში მისი ფანები მის არანორმალურად გასუქებაზე ლაპარაკობდნენ, შვილის დაბადების შემდეგ 39 წლის მსახიობმა გადაწყვიტა დროებით ჩამოშორებოდა სცენას, იგრძნო რა მსახიობმა, რომ ფანები მას ზურგს აქცევენ, დაიწყო ინტენსიური ფიტნეს ვარჯიშები, და აი შედეგიც სახეზეა....