x
image
hamunaptra1990
რატომ აღარ იღიმის ხშირად ულამაზესი ვერა ბრეჟნევა

image



"ვია გრას" ყოფილ სოლისტს, ვერა ბრეჟნევას, პირად ცხოვრებაში მძიმე პერიოდი აქვს. მას შემდეგ რაც ვერა ბრეჟნევა თავის მეუღლეს, ოლიგარქ მიხეილ კიპერმანს დაშორდა, მის მშვენიერ სახეზე ღიმილს იშვიათად ხედავენ. მათი გაყრის შესახებ თავდაპირველად პრესა წერდა, რომ ეს იყო ვერას მიერ გადადგმული აუცილებელი ნაბიჯი. ჟურნალისტების თქმით, ამით მომღერალი თავის მეუღლეს დაეხმარა ბიზნესთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებში. მაგრამ ახლა ცნობილი გახდა, რომ მათი ოჯახი საბოლოოდ დაინგრა. ბრეჟნევა ქალიშვილებთან ერთად მოსკოვის გარეუბნის ერთ-ერთი ელიტური უბნიდან, სადაც მდიდრულ ვილაში ცხოვრობდა, იძულებული გახდა გადსულიყო მეზობელ სოფელში და ბინა ექირავებინა. ბრეჟნევას დაქირავებული აქვს სამ სართულიანი ბინა, რომელშიც თვეში რვა ათას დოლარს იხდის. მომღერლის მეგობრები ძალიან განიცდიან მის მდგომარეობას, რადგან ყოველთვის პოზიტიური ვერა ბრეჟნევა, ახლა უფრო ხშირად არის ცუდ ხასიათზე. მიუხედავად მისი ასეთი სულიერი მდგომარეობისა მომღერალი ყოველთვის თავშეკავებულად იქცევა და მსგავს ინფორმაციაზე არ რეაგირებს.

0
287
5-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0