x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
საინტერესო ფაქტები პოპულარული ბრენდების სახელწოდებებზე

image

Apple - ეს იყო კომპანიის დამაარსებლის სტივ ჯობსის საყვარელი ხილი. მან თქვა, რომ კომპანიას ასე დაარქმევს, თუ კოლეგები 5 საათში უკეთეს სახელს არ მოიფიქრებდნენ. როგორც ჩანს, კოლეგები დიდი ფანტაზიით არ გამოირჩეოდნენ.

Google - ეს სიტყვა ნიშნავს 1ასი ნულით.
CISCO - საინტერესოა, რომ ეს არა აბრევიატურა, არამედ ქალაქ სან-ფრანცისკოს ბოლო მარცვლებია.
Compaq - ეს სახელწოდება წარმოიქმნა ასე: COMP - კომპიუტერისთვის და PAQ - პატარა ობიექტის აღსაღნიშნავად.
Corel - სახელწოდება წარმოიქმნა კომპანიის დამაარსებელის მაიკლ კოპლანდის გვარის დასაწყისისგან.
Hotmail - საფოსტო სერვისის დამაარსებელმა, ჯეკ სმიტმა, mail-ზე დაბოლოებული უამრავი სახელწოდება მოსინჯა და ბოლოს არჩევანი Hotmail- ზე შეაჩერა, რადგან ის შეიცავს ასო-ნიშნებს " HTML" - ვებ-გვერდების დაპროგრამების კოდს.
Hewlett Packard - ბილ ჰიულეტმა და დეივ პაკარდმა მონეტა ააგდეს იმის გასარკვევად, თუ მათ მიერ დაარსებულ კომპანიის სახელწოდებაში ვისი გვარი იქნებოდა პირველ ადგილზე.
Intel - ბობ ნოისს და გორდონ მურს თავისი ახალი კომპანიისთვის "Mur Nouce"-ი უნდა დაერქმიათ, მაგრამ სახელწოდება უკვე ერქვა სასტუმროების ქსელს, ამგვარად მათ გადაწყვიტეს კომპანიისთვის დაერქმით intternal (შიდა) electronic (ელექტრონიკა).
Microsoft - ბილ გეიტსმა გადაწყვიტა კოპანიისთვის (რომელიც კომპიუტერების პროგრამულ უზრუნველყოფას ახდენდა) დაერქვა Micro-Soft (მიკრო პროგრამები), დეფისი კი მოგვიანებით წაშალეს.
Sony - სახელწოდება წარმოიქმნა "Sonus" - იდან. ეს ლათინური სიტყვაა და ბგერას ნიშნავს.
Yahoo! - ეს სიტყვა პირველად გამოიყენა ჯონათან სვიფტმა წიგნში " გულივერის მოგზაურობა." ნიშნავს ჩამორჩენილ ადამიანს! საინტერესოა, რომ დაამარსებლები ჯერი იანგი და დევიდ ფილო თავის თავს სწორედ ასეთ ადამიანებად მიიჩნევდნენ.

image

1
114
19-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
114
  
2013, 26 იანვარი, 12:36
როგორც ყოველთვის!
0 1 1