x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დიანა ღურწკაია+პირადი ფოტოები.


--imageდიანა ღურწკაია დაიბადა 1978 წლის 2 ივლისს სოხუმში, შახტიორის ოჯახში, იგი ოჯახის უმცროსი, მეოთხე შვილი გახლავთ.დაბადებიდან ბრმამ დაამთავრა უსინათლოთა სპეციალური სკოლა თბილისში, პარალერულად სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას. 10 წლის ასაკში პირველად გამოვიდა თბილისის ფილარმონიაში ირმა სოხაძესთან ერთად. 1995 წელს გაიმარჯვა მუსიკალურ კონკურსში "იალტა-მოსკოვი-ტრანზიტი."აფხაზეთის ომის შემდეგ ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.1999 წელს მოსკოვში მან დაამთავრა გნესინიხის მუსიკალური სასწავლებელი ესტრადის განხრით, არის რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემიის სტუდენტი.2000 წელს სტუდიამ „ARC“-მ გამოუშვა მომღერლის სადებიუტო ალბომი_"Ты здесь, " რომელშიც შევიდა იგორ ნიკოლაევისა და სერგეი ჩელობანოვის ლექსებზე დაწერილი სიმღერები.ამის შემდეგ დიანამ კიდევ ოთხი სტუდიური ალბომი გამოსცა, მომღერლის პროდიუსერი მისი უფროსი ძმა რობერტია, დიანა ღურწკაია 2008 წელს საქართველოს სახელით წარსდგა "ევროვიზიის" კონკურსზე, იგი პირველი ბრმა მომღერალი იყო ამ კონკურსის ისტორიაში აღმოსავლეთ ევროპიდან.2010 წელს იგი დაჯილდოვდა "მეგობრობის ორდენით, "არის რუსეთის სახალხო არტისტი, "ღირსების ორდენის" მფლობელი(საქართველო), ჩეჩნეთის სახალხო არტისტი, სერდარის "ოქროს ორდენის" მფლობელი(თურქმენეთი).2005 წელს იგი გათხოვდა, მისი რჩეული არის პეტრე კუჩერენკო-ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის პროფესორი, იურიდიული მეცნიერების დოქტორი, მეუღლესთან ერთად შექმნა ფონდი უსინათლო ბავშვებისთვის"გულის ძახილი". image image image

image image image image image image image image image image

0
289
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0